ავტოტრანსფორმატორების მიწოდება და შეფმონტაჟი ქვესადგურში „გარდაბანი-500“

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 2022-2032 წლების ათწლიანი გეგმით სს გეს „საქრუსენერგოს“ განსახორციელებელ პროექტთა შორისაა ოთხი კომპლექტი ცალფაზა 133 მვა, 330/220/10,5 კვ ავტოტრანსფორმატორების მიწოდება და შეფმონტაჟი ქვესადგურში „გარდაბანი-500“, რომელიც ხორციელდება 330 კვ ეგხ „გარდაბანი-აღსტაფას“ გაორჯაჭვიანების ფარგლებში.

როგორც ცნობილია აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე  დასრულდა ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ მშენებლობა, რომელმაც ჩაანაცვლა არსებული 330 კვ ეგხ „გარდაბანი“, რომელიც ექსპლუატაციაში იყო 1958 წლიდან. შესაბამისად აშენდა ახალი, ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზი დისპეტჩერული დასახელებებით 330 კვ ეგხ „გარდაბანი-1“ და 330 კვ ეგხ „გარდაბანი-2“. მიმდინარე წლის მაისის თვეში 330 კვ ეგხ „გარდაბანი-1“ ტესტირების შემდეგ ჩაერთო საქართველოს ენერგოსისტემაში. ასევე ტესტირება ჩაუტარდა 330 კვ ეგხ „გარდაბანი-2“-საც, რომელიც ამჟამად იმყოფება რეზერვში და გარდაბნის ქვესადგურში ახალი ატ 3-2-ის ავტოტრანსფორმატორების ჯგუფის  დამონტაჟების შემდეგ სრულფასოვნად ჩაერთვება საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებში, რომელის დატვირთვაც 330 კვ ეგხ „გარდაბანი-1“-ის მსგავსად შესაძლებელი იქნება 700 მგვტ-მდე სიმძლავრით.

გარდაბნის ქვესადგურში 330 კვ ძაბვის ახალი ატ 3-2-ის მიწოდებასა და შეფმონტაჟის თაობაზე სს გეს „საქრუსენერგოს“ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება კონტრაქტორ კომპანიასთან შპს „ბემონი ინჟინერია და მშენებლობასთან“. მიწოდების ვადების თანახმად  ოთხივე კომპლექტი ავტოტრანსფორმატორის ადგილზე მიწოდება და დამონტაჟება გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ბოლომდე.

აღნიშნული ავტოტრანსფორმატორის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური დეტალი თანხმდება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სპეციალისტებთან.

ამჟამად, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა  და საქრუსენერგოს წარმომადგენლების თანდასწრებით ქალაქ ბაქოში ავტოტრანსფორმატორების მწარმოებელ ქარხანაში (ATEF GRUP) მიმდინარეობს დასრულებული, ორი კომპლექტი ცალფაზა ავტოტრანსფორმატორების ტესტირების პროცესი, რომელთა წარმატებით დასრულების შემდეგ განხორციელდება მათი დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირება.

მიწოდების ადგილზე, გარდაბნის ქვესადგურში  ავტოტრანსფორმატორების სამონტაჟო სამუშაოებს ქარხანა დამამზადებლის წარმომადგენლის ზედამხედველობით განახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პერსონალი.

სხვა სიახლეები

ი2024 წლის 25 ოქტომბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროთ 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით.

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.