ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები სს გეს „საქრუსენერგოს“ ელექტროგადამცემ ხაზებზე

სს გეს “საქრუსენერგოს” ძირითადი საქმიანობის საგანი ელექტროენერგიის შეუფერხებელი გადაცემაა, მათ შორის ტრანზიტული და  მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ენერგოსისტემის პარალელურ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფა, რისთვისაც საკუთრებაში არსებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე მუდმივად ხორციელდება აუცილებელი პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოები. ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებაში ჩაყენების შესაძლებლობის შესაბამისად წარმოებს დაზიანებული იზოლატორებისა და გაცვეთილი სახაზო არმატურის შეცვლა, სადენებისა და გვარლების შეკეთება და სხვა აუცილებელი სარემონტო სამუშაოები.

ანძების კონსტრუქციის მდგრადობის შენარჩუნებისათვის აუცილებელ აღდგენით და გამაგრებით სამუშაოებთან ერთად ვახდენთ ლითონის ანძების ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოებს.

ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები კომპანიის საკუთრებაში არსებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე მიმდინარეობს პრიორიტეტების  მიხედვით, პირველ ეტაპზე 500 კვ ეგხ-ებზე: „ქართლი-1“-ზე, ქართლი-2“-ზე, „იმერეთზე“ და 220 კვ ეგხ „აჭარაზე“.

მიმდინარე წელს ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები განხორციელდება“:

  • 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ზე – 24 ანძაზე შეიღებება 465 ტ. მეტალოკონსტრუქცია;
  • 500 კვ ეგხ „ქართლი-2“-ზე – 31 ანძაზე შეიღებება 805 ტ. მეტალოკონსტრუქცია;
  • 500 კვ ეგხ „იმერეთზე“  – 23 ანძაზე შეიღებება 404 ტ. მეტალოკონსტრუქცია;
  • 220 კვ ეგხ აჭარაზე“   – 15  ანძაზე შეიღებება 146 ტ. მეტალოკონსტრუქცია.

დღეის მდგომარეობით 500 კვ ეგხ-ების  „ქართლი-1“-სა და „იმერეთის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში შეიღება ტრავერსები და მეხდამცავი გვარლის დგარები. ანძის დგარების ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები ამჟამად გრძელდება და იგი დასრულდება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში.

სულ 2019 წლის ბოლოსათვის სს გეს „საქრუსენერგოს“ ელექტროგადამცემ ხაზებზე  ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები განხორციელებული იქნება: ეგხ „ქართლი-1“-ის – 91 ანძაზე, ეგხ  „ქართლი-2“-ის 149 ანძაზე, ეგხ „იმერეთის“  30 ანძაზე, ეგხ „მუხრანის ველის“   34 ანძაზე და ეგხ „აჭარას 15 ანძაზე. სულ ჯამში შეღებილი იქნება 4100 ტ. მეტალოკონსტრუქცია.

ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები სს გეს „საქრუსენერგოს“ ელექტროგადამცემ ხაზებზე ხორციელდება კონტრაქტორი კომპანიების შპს “ანტიკორი-80“-ისა და  შპს “ჯი-თი სერვისის“ ძალებით .

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

2024 წლის 27 დეკემბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით

ლოგო-1-1200x857-2

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.