განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად 21.07.2023

განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

(შესყიდვის ობიექტი: ხე-მცენარეების, ბუჩქნარის გაწმენდა-დაქუცმაცებისათვის სპეციალური „მულჩერი“-ს ტიპის მოწყობილობა)

ქ.თბილისი

21 ივლისი 2023 წ.

1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული საქონლის შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:

ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);

ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N3-N4);

გ) გადახდა განხორციელდება საქონლის მიწოდების და შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორებაც.

დ) ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას.

ე) პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს და უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

• შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტის ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;

• შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტი კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ლიკვიდაცია ან რეორგანიზაციის საქმის წარმოება;

• შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე;

• პრეტენდენტი უნდა იყოს მწარმოებელი ქარხნის ავტორიზირებული დილერი საქართველოში და უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

3. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.

4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 ივლისის 16:00 საათი. აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

5. განაცხადები შეფასდება 2023 წ. 31 ივლისს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.

6. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე, დახურულ კონვერტში მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე.

7. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);

8. მიწოდება იწარმოებს ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.

9. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.

10. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს „ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ შეესაბამება მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნულ პირობებს და შესყიდვისთვის განსაზღვრულ თანხობრივ პარამეტრს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.

11 გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ პრეტენდენტს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.

საქონლის ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს მათ შორის დღგ-ს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მობ. 595 00 33 33, 597 58 78 58.

სხვა სიახლეები

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

2024 წლის 25 ოქტომბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროთ 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით.

საქართველოს ენერგეტიკოსის დღე

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.