ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ქვესადგური „გარდაბანი-500“-ის ტერიტორიაზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ქვესადგური „გარდაბანი-500“-ის ტერიტორიაზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო.
„გარდაბანი-500“ ქვეყნის ენერგომომარაგებისთვის საკვანძო ქვესადგურია. ზამთრის პერიოდში, როდესაც საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების გენერაცია იკლებს, თბოსადგურებისა და სატრანზიტო ელექტროგადამცემი ხაზების ხარჯზე, ქვესადგური საქართველოს ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის მოხმარების 60-70%-ს უზრუნველყოფს.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ქვესადგურში მასშტაბური სამუშაოების განხორციელებამ ქვესადგურის გამტარუნარიანობის ზრდას ხელი შეუწყო.
„პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს შორის შესაძლებელი გახდება 1000 მგვტ სიმძლავრის შეუფერხებლად მიმოცვლა, როგორც ექსპორტ-იმპორტის, ასევე ტრანზიტის მიმართულებით,“ – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
მისივე თქმით, პროექტის განხორციელება, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 20 მლნ ლარს შეადგენდა, აზერბაიჯანთან სინქრონული ოპერირების საიმედოობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ამასთან, მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, პროექტის დასრულება, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის სტაბილურ ელექტრომომარაგებას.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

2024 წლის 27 დეკემბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით

ლოგო-1-1200x857-2

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.