10 სექტემბერს ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე აღინიშნა. ღონისძიება, რომელსაც დარგის წარმომადგენლები დაესწრნენ, „გარდაბანი თბოსადგური -2“-ის ტერიტორიაზე გაიმართა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, სს გეს საქრუსენერგოს ხელმძღვანელმა ბაჩანა სულაძემ და სხვა ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებმა ქართველ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.
ენერგეტიკის დარგში შეტანილი წვილილისთვის დაჯილდოვდნენ სს გეს საქრუსენერგოს თანამშრომლები: თენგიზ მიქავა და ნინო ყურაშვილი.
სს გეს საქრუსენერგო კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა ენერგეტიკოსს პროფესიულ დღეს!