ინფორმაცია 220 კვ ეგხ „აჭარაზე“ შესრულებული სამუშაოების შესახებ

ეგხ „აჭარა“ წარმოადგენს საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს (ქ/ს „ბათუმი-220“-ქ/ს „ხოფა“),  რომელიც ძირითადად მუშაობს ჩიხურ რეჟიმში.  ეგხ-ს ზღვრული დატვირთვა 150 მგვტ-ია და მისი სიგრძე შეადგენს 30 კმ-ს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე 12,3 კმ-ია.

220 კვ ეგხ „აჭარა“ 2017 წლის 12 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით ჩაყენებული იყო შეკეთებაში. შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ელექტროგადამცემ ხაზზე შეიცვალა გატეხილი და დაჭუჭყიანებული იზოლატორები, N1 ანძის მარყუჟებში განხორციელდა სადენების  თერმოშეერთებები, ასევე ანძის ქუსლსა და ფუნდამენტს შორის ღრეჩოები შეივსო ფოლადის ფირფიტებით.

გარდა ზემოაღნიშნულისა მიმდინარე წელს შესრულდა ეგხ-ს ანძების ქვედა სექციების ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები,  ეგხ-ს გასწვრივ  ტრასა გაიჩეხა მთლიანად და სხვა.

ჩატარებული საქმიანობის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოდგომა-ზამთრის მაქსიმუმის იმედიანად გავლის შესაძლებლობა.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

2024 წლის 27 დეკემბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით

ლოგო-1-1200x857-2

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.