ინფორმაცია 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N203-N204 ანძებზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ

2017 წლის ოქტომბრის თვეში გულრიფშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კოდორის ხეობაში გამავალ 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N153-N232 ანძებს შორის მონაკვეთის მორიგი შემოვლისას დაფიქსირდა ანძები ნაკლული კუთხოვანებით. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო N203 და N204, У2+5 ტიპის კუთხურ ანძებზე, რომელთა 5 მეტრით ამაღლებული დგარები სრულად საჭიროებდნენ აღდგენა-განახლებას.

აღნიშნული ანძების აღდგენა მივიჩნიეთ აუცილებელად, რადგან მოახლოებული ზამთრის პირობებში კოდორის ხეობაში დიდთოვლობის  შემთხვევაში არ იყო გამორიცხული  ამ ანძების დაზიანება და წაქცევაც კი.

სარემონტო სამუშაოები 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N203 და N204 ანძების დგარების გასამაგრებლად დავიწყეთ 2017 წლის 27 დეკემბერს და  მდგომარეობის დროულად გამოსწორებისათვის სამუშაოებს ვაწარმოებდით უწყვეტ რეჟიმში, მათ შორის საახალწლო დღეებში. აღნიშნული ანძები მდებარეობს მდინარე კოდორის ხეობაში და მათთან ტექნიკის საშუალებით მისვლა და მასალების მიტანა, იქ, დღეს არსებული გზების მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია. მძიმე და სპეცტექნიკის გამოყენებით 4 ტონამდე კუთხოვანები და მეტიზები მიტანილი იქნა ეგხ „კავკასიონის“ N201 ანძამდე, საიდანაც აღნიშნული მასალები და სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო ხელსაწყო-მოწყობილობები 1,5-2 კილომეტრის მანძილზე, რთულ რელიეფურ და მეტეოროლოგიურ პირობებში ადგილზე მიტანილი იქნა ხელით – ცოცხალი ძალის გამოყენებით.

სამუშაოების წარმოებაში მონაწილეობას ღებულობდა კომპანიის ადგილობრივი, ასევე დაქირავებული პერსონალი 14 კაცის შემადგენლობით. სამუშაოთა წარმოებას ხელმძღვანელობდა სს გეს „საქრუსენერგოს“ პროექტირებისა და მშენებლობის მენეჯერი იური ნადირაძე.

500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N203-N204 ანძების გამაგრებითი სამუშაოების წარმოება დასრულდა 2018 წლის 12 იანვარს, რითაც მნიშვნელოვნად ამაღლდა ეგხ-ს საიმედოობა და მდგრადობა.

შედარებით ნაკლებად, მაგრამ კონსტრუქციების მდგრადობის პრობლემა დგას ასევე კოდორის ხეობაში გამავალი ეგხ „კავკასიონის“ N166, N170, N172, N178, N184, N197, N199, N200, N203, N204, N205 და N206 ანძებისათვისაც, რომლებზეც სამუშაოთა წარმოებას ვგეგმავთ ზაფხულის პერიოდში.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

2024 წლის 27 დეკემბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით

ლოგო-1-1200x857-2

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.