ინფორმაცია 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე არსებულ დაზიანებასა და მისი აღმოფხვრის ღონისძიებებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს გარკვეული პრობლემები შეექმნა 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ ფუნქციონირებას კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე. 2024 წლის 01 აპრილს განხორციელდა  500 კვ ეგხ „კავკასიონის“ ვერტმფრენით შემოფრენა.

ვერტმფრენი დაჯდა კოდორის ხეობაში ეგხ „კავკასიონის“ N219 საყრდენთან ახლოს, საიდანაც მოხდა ეგხ-ს N232 საყრდენის მიმართულებით (ნახარის უღელტეხილის მიმართულებით) ფეხით გადადგილება დაზიანების ადგილის მოსაძებნად. ეგხ „კავკასიონის N219 საყრენიდან ნახარის უღელტეხილის მიმართულებით სატრანსპორტო გზა გადაკეტილია მთიდან ჩამოშლილი კლდის დიდი მასით. დათვალიერების შედეგად ეგხ „კავკასიონის“ N224-N225 მალში აღმოჩენილი იქნა  „А“ ფაზის დაზიანებული ერთი სადენი, რომელიც გაწყვეტილი იყო N225 საყრდენიდან 25 მეტრის მოშორებით. აღნიშნული სადენის მეორე მხარე გადაკიდებული იყო N224 საყრდენის ნაცვლად განხორციელებულ ბაგირული დაკიდების გორგოლაჭებზე.

კოდორის ხეობაში გადაადგილებისას ეგხ-ს N219 საყრდენიდან ზემოთ, გზაში ადგილი ქონდა ზვავების მრავალჯერად ჩამოსვლას, რამაც საფრთხე შეუქმნა ეგხ-ს დათვალიერებაში მონაწილე  პერსონალს.

ზვავსაშიშროების გამო, პერსონალის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზვავების ჩამოსვლის პროცესის დასრულებამდე შეუძლებლად იქნა მიჩნეული  დაზიანების ადგილამდე უსაფრთხოდ მისვლა და „А“ ფაზის განთავისუფლება  გაწყვეტილი სადენისაგან.

მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, სადენის დაზიანების ადგილამდე უსაფრთხოდ მისვლის შესაძლებლობისთანავე საქრუსენერგოს პერსონალი მზად იყო კოდორის ხეობაში ჩასასვლელად და მოცემულ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების შესასრულებლად, რაც ეგხ „კავკასიონს“  მისცემდა ფუნქციონირების გაგრძელების საშუალებას (20%-ით შეზღუდული სიმძლავრით). კერძოდ: დაზიანებული სადენი უნდა ჩაჭრილიყო და მოცილებულიყო ეგხ „კავკასიონის“ „А“ ფაზის სხვა სადენებს, რისთვისაც საჭირო იქნებოდა სოხუმიდან მინიმუმ ორჯერადი გაფრენა კოდორის ხეობაში პერსონალის გადასაყვანად და უკან დასაბრუნებლად.

ეგხ „კავკასიონზე“ აღნიშნული დეფექტის აღმოსაფხვრელად სს გეს „საქრუსენერგოს“ თანამშრომლები პროექტირებისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი იური ნადირაძე და თბილისის სსუ-ს ოსტატი ვახტანგ ჩუბინიძე 16 და 19 აპრილს ჩერნომორენერგოს 5 თანამშრომელთან ერთად სოხუმიდან გაფრინდნენ კოდორის ხეობაში.

ვერტმფრენი ჯდებოდა კოდორის ხეობაში ეგხ „კავკასიონის“ N219 საყრდენთან ახლოს, საიდანაც ეგხ-ს N225 საყრდენის მიმართულებით (ნახარის უღელტეხილის მიმართულებით) პერსონალის გადაადგილება უხდებოდა ფეხით. ადგილზე მისვლამდე მათ უწევდა ადიდებულ მდინარეზე რამდენჯერმე გადასვლა და სამუშაოთა შესრულებისათვის საჭირო მასალებისა და მოწყობილობები გადატანა.

16 აპრილს, პერსონალმა შეძლო მხოლოდ ეგხ „კავკასიონის“ N223 და N225 ანძებიდან   „А“ ფაზის დაზიანებული სადენის ჩაჭრა. 19 აპრილს კი ბაგირული დაკიდეების გვარლებზე გასვლა და სადენის დამჭერი გორგოლაჭებიდან დაზიანებული სადენის ჩაჭრა.

აღნიშნული სამუშაოების დასრულებისა და პერსონალის კოდორის ხეობიდან სოხუმში დაბრუნების შემდეგ  გადამცემი ხაზი მოისინჯა ძაბვის ქვეშ.

19 აპრილს 21 საათზე ეგხ „კავკასიონი“ ქვესადგური ჯვარიდან მოისინჯა ძაბვის ქვეშ ეგხ-ს N44 ანძამდე, რომელიც განთავსებულია რუსეთის ტერიტორიაზე, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში (მანძილი ქვესადგური ჯვარიდან ეგხ „კავკასიონის“ N44 ანძამდე 120 კმ-ია). გადამცემმა ხაზმა ძაბვა დაიჭირა.

20 აპრილს ეგხ „კავკასიონის“ N44 ანძაზე განხორციელდა მარყუჟების შეერთება და ხაზის გამთლიანება ქვესადგურ ცენტრალნაიამდე.

20 აპრილს 17 სთ-სა და 47 წუთზე ეგხ „კავკასიონი“ მოისინჯა ქვესადგურ ცენტრალნაიადან. გადამცემმა ხაზმა ძაბვა ვერ დაიჭირა. დაზიანების ადგილის მაფიქსირებელმა ხელსაწყომ დააფიქსირა მანძილი 330,9 კილომეტრი ქვესადგურ ცენტრალნაიადან, რომელიც ხვდება კოდორის ხეობაში N156 ანძის მიდამოებში. ეგხ „კავკასიონის“ აღნიშნული მონაკვეთი გამოცდილი იყო 19 აპრილს ქვესადგურ ჯვარიდან და ხაზმა ძაბვა დაიჭირა.  ძაბვის ქვეშ იდგა 120 კმ მონაკვეთი ეგხ-ს N44 ანძამდე, მათ შორის ეგხ-ს კოდორის ხეობაში გამავალი მონაკვეთიც, სადაც ხელსაწყომ აჩვენა ხაზის დაზიანება.

აღნიშნულიდან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ეგხ „კავკასიონის“ ძაბვის ქვეშ მოსინჯვაზე ქვესადგურ ჯვარიდან. 21 აპრილს, 00 სთ-სა და 03 წუთზე ეგხ „კავკასიონი“ კვლავ მოისინჯა ძაბვის ქვეშ ქვესადურ ჯვარიდან, ამჯერად ქვესადგურ ცენტრალნაიამდე – 400 კმ. გადამცემმა ხაზმა ძაბვა დაიჭირა. ძაბვების სიმეტრიულობის დადგენის მიზნით ქვესადგურ ჯავარიდან ეგხ ძაბვის ქვეშ კვლავ დადგა 21 აპრილს 14 სთ-სა და 35 წუთზე. ძაბვების სიმეტრიულობიდან გამომდინარე მოთხოვნილი იქნა ეგხ „კავკასიონის“ ძაბვის ქვეშ დაყენება ცენტრალნაიას ქვესადგურიდან, რომელიც განხორციელდა 21 აპრილს  15 სთ-სა და 08 წთ-ზე. ელექტროგადამცემმა ხაზმა ძაბვა დაიჭირა.

ამჟამად გადამცემი ხაზი იმყოფება მუშა მდგომარეობაში და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის განკარგულებაშია.

გასათვალისწინებელია, რომ  500 კვ ეგხ N226 საყრდენის ბაგირული დაკიდებით შეცვლის სამუშაოების დასრულებამდე (რომლის განხორციელებაც შესაძლებელი იქნება 2024-2026 წწ-ში) მისი დატვირთვა საოპერაციო ზღვრების ფარგლებში 20%-ით შემცირების გარეშე  დაუშვებელი იქნება.

ამჟამად სს გეს „საქრუსენერგოს“ დასრულებული აქვს 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N219 საყრდენიდან N226 საყრდენამდე მისასვლელი გზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და N226 საყრდენის ბაგირული დაკიდებით შეცვლის საპროექტო და სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაციების მომზადება.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-1

ი2024 წლის 25 ოქტომბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროთ 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით.

ლოგო-1-1200x857-2-1

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

313375611_653335959593433_3060472053645476891_n

500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.