ინფორმაცია 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ

დღეს 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა სს გეს „საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელობამ. ეგხ „ქართლი-1“ საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით შეკეთებაშია 2018 წლის 17 ივნისიდან 01 ივლისის ჩათვლით.

აღნიშნულ პერიოდში ელექტროგადამცემ ხაზზე შესრულდება ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები, მათ შორის იცვლება 10 კილომეტრამდე სიგრძის АС400/51 ტიპის  დაზიანებული სადენი, რომელსაც დიდი რადენობით ადევს სარემონტო მომჭერები და ბანდაჟები. აღნიშნული სამუშაოს შესრულება მივიჩნიეთ პრიორიტეტულად, რადგან მსგავსი სარემონტო მომჭერებიდან 2014 და 2015 წლებში ზაფხულის პერიოდში 500 კვ ეგხ „იმერეთიდან“ 700 მგვტ-ი დატვირთვის დროს გამოძვრა სადენები, რამაც გამოიწვია ელექტროგადამცემი ხაზის ავარიული გამორთვა.

500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ზე სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე დაკავებულია თბილისისა და ხაშურის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნების პერსონალი და ასევე ტრანსპორტის სამსახური. სამუშაოთა მიმდინარეობას კოორდინაციას და მონიტორინგს უწევს დასავლეთ საქართველოს ეგხ-ების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ანდრო ცხადაძე, ხოლო  პერსონალის მხრიდან სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოებაზე კონტროლს ახორციელებს ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია.

სულ 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ის შეკეთებაში ყოფნის პერიოდში:

  • შეიცვლება 10 კმ სიგრძის დაზიანებულიბАС400/51 ტიპის  სადენი  ახლით;
  • შეიცვლება 450 ცალი დაზიანებული და დაჭუჭყიანებული იზოლატორი;
  • 3 ანძაზე დამონტაჟდება 4 კომპლექტი გამთანაბრებელი ეკრანი;
  • მეხდამცავ გვარლებზე დამონტაჟდება 75 კომპლექტი განმმუხტველი რქები ;
  • 7 ანძაზე დამონტაჟდება 147 ცალი სადენის ინდივიდუალური შემკვრელი;
  • ეგხ-ების მთელ მონაკვეთებზე ჩატარდება მაღლივი დათვალიერება.

ელექტროგადამცემი ხაზის  შეკეთებაში ყოფნის შემჭიდროებული ვადებიდან გამომდინარე ეგხ-ს ცალკეულ მონაკვეთზე 8 კილომეტრამდე სიგრძის დაზიანებულ სადენს და 7 შუალედურ ანძაზე დაჭუჭყიანებულ იზოლატორებს შეცვლის კონტრაქტორი.

აუცილებლობის შემთხვევაში შესრულდება სხვა დაუგეგმავი სამუშაოებიც, რომლებიც გამოიკვეთება სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში.

500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ის სარემონტო სამუშაოებზე მობილიზებულია სს გეს „საქრუსენერგოს“ 34 თანამშრომელი და 14 ერთეული სპეცტექნიკა. კონტრაქტორის მხრიდან კი 28 თანამშრომელი და  10 ერთეული სპეცტექნიკა.

სარემონტო სამუშაოების განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდება გადამცემი ხაზის საიმედოობა და მდგრადობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია ენერგოსისტემისათვის მოახლოებული წყალუხვობის და შემოდგომა-ზამთრის პერიოდის რეჟიმების   წარმატებით გავლისათვის.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

2024 წლის 27 დეკემბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით

ლოგო-1-1200x857-2

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.