ინფორმაცია 500 კვ ეგხ „ქართლი-2“-ზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ (20.09.18-27.09.18)

საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით 500 კვ ეგხ „ქართლი-2“ შეკეთებაში ჩადგა 2018 წლის 20 სექტემბრიდან და იგი გასტანს 27 სექტემბრის ჩთვლით.
აღნიშნულ პერიოდში ელექტროგადამცემ ხაზზე სრულდება კომპანიის ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები, კერძოდ იცვლება 250 ცალი გატეხილი და დაჭუჭყიანებული იზოლატორი, მარუჟებში და მალებში იცვლება 40 ცალი დაზიანებული განმბრჯენი, მეხდამცავ გვარლებზე მონტაჟდება განმმუხტველი რქების 30 კომპლექტი და 82 ცალი ვიბროჩამქრობი, ეგხ-ს N252-N253 მალში იცვლება 450 მეტრი სიგრძის АС400/51 ტიპის დაზიანებული სადენი, მონტაჟდება 23 კომპლექტი გამთანაბრებელი ეკრანი, შესრულდება მაღლივი დათვალიერება. ცალკეულ ანძებთან აღდგება მისასვლელი გზები, მოიჭრება სადენებზე გვერდიდან დაცემის საშიშროების მქონე ხეები. შესრულდება ასევე სხვა სამუშაოებიც, რომლებიც აუცილებელი იქნება გადამცემი ხაზის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებისათვის.
ეგხ „ქართლი-2“-ის სარემონტო სამუშაოებზე მობილიზებულია სს გეს „საქრუსენერგოს“ 50 თანამშრომელი და 15 ერთეული სპეცტექნიკა.
სამუშაოთა მიმდინარეობას კოორდინაციას და მონიტორინგს უწევს დასავლეთ საქართველოს ეგხ-ების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ანდრო ცხადაძე, ხოლო პერსონალის მხრიდან სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოებაზე კონტროლს ახორციელებს ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია.
სარემონტო სამუშაოების განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდება გადამცემი ხაზის საიმედოობა და მდგრადობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია ენერგოსისტემისათვის მოახლოებული შემოდგომა-ზამთრის სეზონის წარმატებით გავლისათვის.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

2024 წლის 27 დეკემბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით

ლოგო-1-1200x857-2

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.