ორჯაჭვა 330 კვ ეგხ„1,2 გარდაბნის“სადენების გადაერთების სამუშაოები

მიმდინარე წლის მაისის თვეში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაგეგმილია საზეიმო ღონისძიება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიღებული გვაქვს დავალება ახალი, ორჯაჭვა 330 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „1,2 გარდაბნის“ (ქ/ს „გარდაბანი-500“ – ქ/ს „აღსტაფა“) საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთში 2020 წლის მაისის პირველ დეკადაში შეერთებასთან დაკავშირებით, რისთვისაც სოფელ კაპანახჩში, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა დამონტაჟდეს ორჯაჭვა, 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ ორი, N62 და N63 ანძა და გაიჭიმოს 12 წვერი АС 300/67 ტიპის სადენი N63 ანძიდან ორჯაჭვა, 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სასაზღვრო ზოლში განთავსებულ N158 ანძაზე. მალის სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ N63 ანძიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსებულ N158 ანძამდე შეადგენს 460 მ-ს. აღნიშნულის განხორციელებისათვის კრასნოდარის მეტალოკონსტრუქციების ქარხანასთან 2020 წლის 19 მარტს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება У330-2+9 ტიპის ორი კუთხური ანძის შესყიდვაზე, რომელიც ადგილზე მოწოდებული იქნა 13 აპრილს. ფუნდამენტები შეძენილი იქნა გორის რკინა-ბეტონის ქარხანაში, ხოლო სადენი „საქკაბელში“. სულ სამუშაოებისათვის, რომელიც მოიცავს სადენების მონტაჟს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსებული ორჯაჭვა, 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ N158 ანძიდან საქართველოს ტერიტორიაზე, არსებული 330 კვ ეგხ „გარდაბანის“ N3 ანძამდე საჭიროა АС 300/67 ტიპის 10600 მეტრი სადენი. ანძების ნუმერაციის ათვლა არსებულ 330 კვ ეგხ „გარდაბანზე“ მიმდინარეობს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან ქ/ს „გარდაბანი-500“-ის მიმართულებით. დღეისათვის დამონტაჟებულია N62 და N63 ანძის ფუნდამენტები და მიმდინარეობს N63 ანძის აწყობა. სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადაა 2020 წლის 10 მაისი. სამუშაოთა წარმოებაზე დღეისათვის მობილიზებულია სს გეს „საქრუსენერგოს“ 45 თანამშრომელი და 24 ერთეული ავტო და სპეცტექნიკა. სამუშაოებს ასრულებს თბილისის სსუ და ტრანსპორტის სამსახური. სამუშაოთა მიმდინარეობას კოორდინაციას და მონიტორინგს უწევს დასავლეთ საქართველოს ეგხ-ების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ანდრო ცხადაძე. საავტორო ზედამხედველობას პროექტის მიმდინარეობაზე ახორციელებს პროექტირებისა და მსენებლობის ჯგუფის უფროსი იური ნადირაძე. პერსონალის მიერ სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოებაზე კონტროლს ახორციელებს შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია, რომელიც ასევე უზრუნველყოს კონტროლს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე ქვეყანაში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული ინფექციის თავიდან აცილების მიზნით

სხვა სიახლეები

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

2024 წლის 25 ოქტომბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროთ 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით.

საქართველოს ენერგეტიკოსის დღე

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.