სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ზე

საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან  შეთანხმებით 2022 წლის 26 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით შეკეთებაში ჩადგა 500 კვ ეგხ „ქართლი-1“. ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში შესრულდა როგორც სარემონტო, ასევე სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

სარემონტო სამუშაოების ფარგლებში შესრულდა ეგხ-ს მაღლივი დათვალიერება, დაზიანებულ სადენებზე დამონტაჟდა სარემონტო სპირალური მომჭერები, შეიცვალა გატეხილი იზოლატორები და განბრჯენები, ანძის ტრავერსებიდან ჩამოიხსნა  ფრინველის ბუდეები, გაბარიტის გაზრდის მიზნით  მოიჭრა მიწა ბულდოზერისა და ექსკავატორის გამოყენებით.  აღდგა ანძებთან მისასვლელი დროებითი სამანქანო გზები. ანძის გარშემო და მალებში ჩატარდა გაჩეხვითი სამუშაოების ამონაყარი მცენარეებისაგან გასუფთავების მიზნით. აღმოიფხვრა მაღლივი დათვალიერების დროს აღმოჩენილი სხვა დეფექტები.

სარემონტო სამუშაოები 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ზე შეასრულა სს გეს „საქრუსენერგოს“ თბილისის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნისა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალმა.  500 კვ ეგხ „ქართლი-1“ შეკეთებისა და რეკონსტრუქციის შემდეგ ქსელში ჩაირთო 10 მაისს.

500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ის შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ მშენებლობის პროექტის ფარგლებში ორჯაჭვა 330 კვ ეგხ-სთან ვერტიკალური გაბარიტის დაცვის მიზნით  შესრულდა 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ის სარეკონსტრუქციო სამუშაოები პორტალსა და №3 ანძას შორის. სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოიცავდა №1 (У2+5 ტიპის) და №2 (У2 ტიპის) ანძების დემონტაჟს და მათ ნაცვლად У2+12 ტიპის ანძების მონტაჟს.  ეგხ „ქართლი-1“-ის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ ეგხ „ქართლი-1“-ის N1-N2 ანძებს შორის მალში სადენების ქვეშ დამონტაჟდა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ სადენებიც (N10-N11 ანძებს შორის მალში). ეგხ „ქართლი-1“-ის სარეკონსტრუქციო  სამუშაოები შეასრულა კონტრაქტორმა  კომპანიამ სს „ენერგონმა“, რომელმაც 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ პროექტის ფარგლებში 74 ანძიდან უკვე დაამონტაჟა 69 ანძა – (გადამკვეთი ელექტროგადამცემი ხაზების სარეკონსტრუქციო ანძების ჩათვლით) და სადენი 29 მალში.

ორჯაჭვა 330 კვ ეგხ-ს მშენებლობის დასრულება და ქსელში ჩართვა ნავარაუდევია მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვებისათვის.

სხვა სიახლეები

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

2024 წლის 25 ოქტომბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროთ 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით.

საქართველოს ენერგეტიკოსის დღე

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.