სარემონტო სამუშაოები 500 კვ ეგხ “იმერეთზე“ 08 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით

500 კვ ეგხ „იმერეთი“ საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან  შეთანხმებით შეკეთებაში ჩადგა 2019 წლის  08 აპრილიდან და სარემონტო სამუშაოები გასტანს 21 აპრილის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში შესრულდება ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული: გატეხილი იზოლატორების, გაცვეთილი სახაზო არმატურის, გატეხილი განმბრჯენების, მარყუჟებში დაზიანებული სადენების შეცვლის სამუშაოები, ასევე სხვა გადაუდებელი სამუშაოები, რომელთა შესრულებაც აუცილებელი იქნება გადამცემი ხაზის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებისათვის.

ეგხ „იმერეთზე“ სარემონტო სამუშაოებს ასრულებს ზესტაფონისა და წალენჯიხის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნების პერსონალი.

გარდა ზემოაღნიშნული სამუშაოებისა 500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარეობს N64-N77  და N83-N94 მეტალის ანძების ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები, რომელსაც ასრულებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯთ სერვისი-2009“. ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში მოხდება ზემოაღნიშნული მეტალის ანძების გასუფთავება ჟანგისაგან, დაიგრუნტვადა შეღებვა. ეგხ-ს შეკეთებიდან გამოყვანის შემდეგ ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები გაგრძელდება აღნიშნული ანძის დგარებზე.

ინსტრუქტაჟი პერსონალს სამუშაოთა უსაფრთხოდ შესრულებაზე და  ქვეყანაში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული ინფექციის თავიდან არიდების მიზნით  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  რეკომენდაციების საფუძველზე ჩაუტარა შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ფელიქს ჯანაშიამ.

სამუშაოთა მიმდინარეობას კოორდინაციას და მონიტორინგს უწევს ზესტაფონისა და წალენჯიხის სსუ-ების უფროსები ვალერიან ნიქაბაძე და გიორგი ქარდავა.

სხვა სიახლეები

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

2024 წლის 25 ოქტომბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროთ 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით.

საქართველოს ენერგეტიკოსის დღე

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.