საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სს გეს „საქრუსენერგოში“ წარმოდგენილ იქნა საზოგადოების აქციონერების წერილობითი გადაწყვეტილებები სს გეს „საქრუსენერგო“-ს 2024 წლის 27 დეკემბრის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, კერძოდ:
- სს გეს „საქრუსენერგო“-ს აქციათა 50%-ის მმართველის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 27.12.2024წ. №23/9883 წერილი;
- სს გეს „საქრუსენერგო“-ს აქციათა 50%-ის მფლობელის საჯარო სააქციო საზოგადოება “ფედერალური საქსელო კომპანია – როსსეტი“-ს (Публичное акционерное общество «Федеральная сетевая компания – Россети») მინდობილი პირის (27.03.2023წ. გაცემული მინდობილობა №120-23) მარია ტიხონოვას მიერ ხელმოწერილი, საზოგადოების 27.12.2024წ. აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ხმის მისაცემად განკუთვნილი გამოკითხვის ფურცელი.
ზემოაღნიშნულ კრებაზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
საკითხი №1. სს გეს „საქრუსენერგო“-ს 2025 წლის ბიზნეს-გეგმის დამტკიცების შესახებ.
გადაწყვეტილება (მიღებულია ერთხმად):
- დამტკიცებულ იქნას სს გეს „საქრუსენერგო“-ს 2025 წლის ბიზნეს-გეგმა დანართი №1-ის შესაბამისად.
- დაევალოს სს გეს „საქრუსენერგო“-ს გენერალურ დირექტორს:
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ახალი ტარიფის დამტკიცებისას (რომელიც მოიცავს სს გეს „საქრუსენერგო“-ს იჯარის თანხას), რომელიც ძალაში შედის 2026 წლის 1 იანვრიდან, უზრუნველყოს საზოგადოების შრომითი ანაზღაურების ხარჯების გათვალისწინება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული (15.12.2020წ. №68 დადგენილება) ტარიფის გამოთვლის მეთოდოლოგიის მოთხოვნათა შესაბამისად.
უზრუნველყოს კონტროლი 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ გამტარუნარიანობის აღდგენის მიზნით, კოდორის ხეობაში დაზიანებული საყრდენის ბაგირული დაკიდებით შეცვლის, „ა“ ფაზის დაზიანებული სადენის შეცვლის ღონისძიებების შესრულებაზე და ყოველკვარტალურად განსახილველად წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს მათი შესრულების შესახებ ანგარიში, „სს გეს „საქრუსენერგო“-ს ბიზნეს-გეგმის შესრულების დამტკიცების“ საკითხზე მასალების შემადგენლობაში.
საკითხი №2. სს გეს „საქრუსენერგო“-ს 2024 წლის შედეგებით ფინანსური ანგარიშისა და ანგარიშგების აუდიტის მომსახურების გაწევის მიზნით აუდიტორული კომპანიის არჩევის შესახებ.
გადაწყვეტილება (მიღებულია ერთხმად): არჩეულ იქნას შპს “KPMG Georgia” აუდიტორულ ორგანიზაციად სს გეს „საქრუსენერგო“-ს 2024 წლის შედეგებით ფინანსური ანგარიშისა და ანგარიშგების აუდიტის მომსახურების გაწევის მიზნით.
საკითხი №3. სს გეს „საქრუსენერგო“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის დმიტრი უსტიუგოვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შესახებ.
გადაწყვეტილება (მიღებულია ერთხმად):
3.1. არჩეულ იქნას სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში დმიტრი უსტიუგოვი 3 (სამი) წლის ვადით;
3.2. მიენიჭოს სს გეს „საქრუსენერგოს“ რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრების თავმჯდომარეს დმიტრი უსტიუგოვთან გასაფორმებელი სასამსახურო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება, დანართი №3-ის შესაბამისად;
3.3. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის დმიტრი უსტიუგოვის საქმიანობის ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს სს გეს „საქრუსენრგო“-ს 2016 წლის 29 დეკემბრის რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრების (ოქმი №5) გადაწყვეტილების 3.3. პუნქტის შესაბამისად;
3.4. დაევალოს სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს გენერალურ დირექტორს სათანადო ცვლილებების რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.