სს გეს „საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელობამ 500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

2018  წლის 28 მარტს  500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის მიზნით სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი ბაჩანა სულაძე,  ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელი პირებთან ერთად  ზესტაფონისა და წალენჯიხის სს უბნებზე,  ზესტაფონის, თერჯოლის, წყალტუბოს, ხონის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 23 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით 500 კვ ეგხ „იმერეთი“ შეკეთებაში იმყოფება და მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც მოიცავს იზოლატორების, გაცვეთილი სახაზო არმატურისა და განმბრჯენების  შეცვლის, ასევე მარყუჟების რეკონსტრუქციის სამუშაოებს, ეგხ-ს მაღლივ დათვალიერებას. შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ეგხ „იმერეთზე“ იზოლატორების შეცვლის სამუშაოებს „საქრუსენერგოს“ პერსონალთან ერთად კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.

აღნიშნული სამუშაოების შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგხ „იმერეთის“ ავარიული გამორთვების პრევენციის მიზნით. სხვა სარემონტო სამუშაოებთან ერთად 500 კვ ეგხ „იმერეთის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ჯამში შეიცვლება 5 500 ცალამდე იზოლატორი, რაც მოახლოებული წყალდიდობის სეზონისათვის მნიშვნელოვნად აამაღლებს გადამცემი ხაზის უსაფრთხოებას და საიმედოობას.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

2024 წლის 27 დეკემბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით

ლოგო-1-1200x857-2

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.