სს გეს “საქრუსენერგო” მოსახლეობას თხოვნით მიმართავს

2014 წლის 25 თებერვალს, 500 კვ ეგხ “იმერეთის” გამორთვასთან დაკავშირებით,  სს გეს “საქრუსენერგო” ავრცელებს განცხადებას  და მოსახლეობას თხოვნით მიმართავს.
გუშინ 2014 წლის 25 თებერვალს 500 კვ ეგხ “იმერეთის” #107-#108 მალში, რომელიც გადის მარტვილის რაიონის დიდი ჭყონის მეურნეობის დასახლებაში, ეკიდა ცეცხლი ჩაის ბუჩქებს, რამაც ეგხ “იმერეთი” ავარიულად გამორთო 17 საათსა 05 წუთზე. სავარაუდოდ ხანძარი გააჩინა ადგილობრივმა მოსახლეობამ ტერიტორიის გაწმენდის მიზნით.
უნდა აღინიშნოს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა წინასწარი განზრახვით, ტერიტორიის გაწმენდის მიზნით, აჩენს ხანძარს ხვნა-თესვის დაწყებამდე ან მოსავლის აღების შემდეგ, რაც მეტად სახიფათოა, როგორც ენერგოსისტემის მდგრადობისათვის, ასევე წარმოადგენს მომეტებულ საფრთხეს ადამიანების სიცოცხლისათვის.
კერძო პირების მიერ ასეთი გაუთვიცნობიერებელი ქმედებები იწვევს ენერგოსისტემის მდგრადობის, საიმედოობისა და უწყვეტობის მოშლას, მძიმე მატერიალური და ფინანსური შედეგებით და შეიძლება განხილული იქნას, როგორც კანონსაწინააღმდეგო ქმედება.
აღნიშნულიდან გამომდინარე მივმართავთ მოსახლეობას თავი შეიკავოს ამ ტიპის ქმედებებისაგან.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

2024 წლის 27 დეკემბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით

ლოგო-1-1200x857-2

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.