სს გეს საქრუსენერგოს მამუკა მენაღარიშვილი უხელმძღვანელბს.
სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სს გეს საქრუსენერგოს გენერალურ დირექტორად მამუკა მენაღარიშვილი დაინიშნა. მას მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია ენერგეტიკის სფეროში რეფორმებისა და მსხვილი პროექტების მართვისა და კოორდინაციის მიმართულებით. იგი კომპანიაში 2009 წლიდან გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
მამუკა მენაღარიშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული სს გეს „საქრუსენერგოს“ მიერ განხორციელებულ არაერთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტში.