როგორც ცნობილია გასული წლის 21 მარტს ამოქმედდა საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“. ამ კანონის თანახმად დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური დაკომპლექტებული კვალიფიციური სპეციალისტებით, რომელთაც გავლილი ექნებათ შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა.
აღნიშნული კანონის შესაბამისად დამსაქმებელმა უნდა მოახდინოს საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება; შექმნას შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი; უზრუნველყოს დასაქმებულთა დაცვა, მექანიკური, ფიზიკური, ქიმიური ბიოლოგიური, ეკოლოგიური და ორგანიზაციული საფრთხეებისაგან; აღრიცხოს, მოიკვლიოს და აკონტროლოს სამუშაო სივრცეში უბედური და პროფესიული დაავადების შემთხვევები.
საქართველოს კანონის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნათა დაცვის მიზნით ამ დროისათვის სს გეს „საქრუსენერგოს“ შრომის უსაფრთხოებისა და ტექნიკური სამსახურის პერსონალმა, ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერებმა და საექსპლუატაციო-სარემონტო უბნის უფროსებმა (სულ 12 თანამშრომელმა) გაიარეს შრომის უსაფრთხოების სასერთიფიკატო საერთაშორისო ბრიტანული კურსი IOSH (Institution of Occupational Safety and Health) – “მართე უსაფრთხოდ“.
აღნიშნული კურსის გავლა წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს კომპანიის ხელმძღვანელი პირებისთვის, რომლებმაც სრულად უნდა მიიღონ მონაწილეობა შრომის უსაფრთხოების საკითხების მართვაში.
სს გეს „საქრუსენერგოს“
შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა
სს გეს ,,საქრუსენერგოს’’ გააჩნია მკაფიო ხედვა იყოს სანიმუშო კომპანია და თანმიმდევრულად, გუნდური პრინციპითა და სისტემური მიდგომით განახორციელოს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო ექსპლუატაცია, მშენებლობა და მომსახურეობა. იზრუნოს უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და ადამიანების შრომის უსაფრთხოებაზე, როგორც თანამშრომლების, ისე საზოგადოების იმ ნაწილის, რომლებსაც შეხება ექნებათ ორგანიზაციის სამუშაო არეალთან.
კომპანია ზრუნავს:
- თანამშრომლების საქმიანობის უსაფრთხო პირობების შექმნაზე;
- კომპანიის თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე;
- დასაქმებული პერსონალის პროფესიული დაავადებების წარმოქმნის პრევენციაზე;
- საწარმოო ტრავმატიზმის თავიდან აცილებაზე;
- შრომის უსაფრთხოების სფეროში დადგენილი წესებისა და არსებული მოთხოვნების განხორციელებაზე.
შრომის უსაფრთხო პირობების შექმნის მიზნით კომპანია:
- ჩაატარებს კონკრეტულ სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასებას;
- იხელმძღვანელებს არსებული რისკების შეფასებით და განსაზღვრავს ძირითად საწარმოო რისკებს;
- დასახავს რაციონალურ, პრაქტიკულ მაკონტროლებელ ღონისძიებებს და ჩართავს დავალებაზე პასუხისმგებელ პირებს;
- მოიკვლევს ინციდენტებს და ჩაატარებს სასწავლო გაკვეთილებს;
- უზრუნველყოფს თანამშრომელთა ჩართულობას შრომის უსაფრთხოების საკითხებში და წაახალისებს მათ აქტივობას;
- სამუშაო პროცესებს წარმართავს შრომის უსაფრთხოების პროცედურებისა და რისკების შეფასების დოკუმენტებზე დაყრდნობით;
- განახორციელებს შრომის უსაფრთხოების ციკლის სისტემატიურ მონიტორინგს და დასახავს გაუმჯობესების გეგმებს;
- შეიმუშავებს ,,საგანგებო სიტუაციებზე სამოქმედო გეგმას’’ და გააცნობს ყველა თანამშრომელს;
- უზრუნველყოფს დასაქმებული პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვას;
- უზრუნველყოფს თანამშრომლების პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას;
- უზრუნველყოფს თანამშრომლების დაზღვევას უბედურ შემთხვევებზე;
უზრუნველყოფს ნებისმიერი სამუშაო პროცესის შეჩერებას, თუ იქ შეინიშნება საფრთხე რომელიც არ არის მაკონტროლებელი ღონისძიებებით გამყარებული.