წარმატებისა და აღიარების პროგრამა

2022 წლის 9 ივნისს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით „აღიარებისა და წარმატების პროგრამის“ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. პროგრამის მიზანია  ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ინოვაციების  ხარისხის მხარდაჭერა. კონკურსში  მონაწილეობა მიიღო სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა თითქმის ყველა სტრუქტურამ.

ნომინაციაში  „საუკეთესო მიღწევა საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმით და სტრატეგიით გათვალისწინებულ კომპონენტში“, დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარმა ჟიურიმ, პროექტით: ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „ 1,2 გარდაბანი“ [ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბანის“ საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე გადაერთება] გამარჯვებულად სს გეს „ საქრუსენერგო“ გამოავლინა.

მოცემული დავალების შესრულების პერიოდი დაემთხვა მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც არსებულ რთულ ეპიდემიურ ვითარებას. ამასთან, სამუშაოს წარმოების ადგილი გამოცხადდა წითელ ზონად, რაც  დამატებით გაუთვალისწინებელ სირთულეებს წარმოადგენდა კომპანიისათვის. პროექტის განხორციელება და ვადების დაცვა ერთგვარ გამოწვევადაც კი იქცა, რასაც ჩვენმა გუნდმა წარმატებით გაართვა თავი და დადგენილ ვადებში დაასრულა სამუშაოები.

ვულოცავთ კომპანიის გენერალურ დირექტორს ბაჩანა სულაძეს და  სს გეს „საქრუსენერგოს“ თითოეულ თანამშრომელს მიღწეულ წარმატებას.

აღნიშნული პროექტის მეტი თვალსაჩინოებისათვის დამატებით წარმოგიდგენთ  ვიდეო მასალას.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს „საქრუსენერგო“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

599941953_1506206891042148_1064853551260512251_n

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა

571201403_1460351892294315_8062422109977194013_n

აბრეშუმის გზის ფორუმი