2013 წლის იანვრის თვეში სს “საქრუსენერგო”-ს ელექტროგადამცემ ხაზებზე შესრულებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა
ე.გ.ხ. “კავკასიონი”
რუსეთის მონაკვეთზე ჩატარდა გაჩეხვითი სამუშაოები, კერძოდ გაიჩეხა ეგხ-ს №608-609, 627-629 а მალები (5 მალი – 1,26 კმ).
№45, 46, 49, 52, 54, 55, 56, 57, 58, 60, 61, 62, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 78, 79, 81, 83, 85, 86, 87, 89, 90, 92, 93, 95, 97,
99, 147а, 148а, 148б, 150, 157, 158, 159, 160, 167, 172 შუალედურ ანძებზე დარეგულირდა ანძის დამჭერი გვარლები (49 ანძა).
ჩატარდა ეგხ-ს შემოვლა №22-61 და №627-644 ანძებს შორის მონაკვეთებში (23.6 კმ).
დათვალიერდა ყინულმოცვის დნობის დამამოკლებელი პუნქტი.
ე.გ.ხ. “იმერეთი”
ეგხ-ს 1 დღიანი შეკეთებაში ჩაყენების პერიოდში ჩატარდა გატეხილი იზოლატორების შეცვლის სამუშაოები, №173 ანძის A ფაზაზე
შეიცვალა 4+3, №174 ანძის Cფაზაზე 3 ცალი და №325 ანძისC ფაზაზე 8 ცალი.
ე.გ.ხ. “ქართლი-2”
ჩატარდა ეგხ-ს მთლიანი სიგრძის დათვალიერება (ძლიერი თოვლის გამო რიგ შემთხვევებში დათვალიერდა შორი მანძილიდან).
ნაკლული კუთხოვანებისაგან აღდგენილი იქნა ეგხ-ს №390 და №391 ანძები, ჯამში დამონტაჟდა 15 მეტრი კუთხოვანა.
ე.გ.ხ. “ქართლი-1”
21 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ეგხ-ს 11 დღიანი შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ჩატარდა შემდეგი სახის სარემონტო სამუშაოები:
ატმოსფერული დაბინძურების ზონაში შეიცვალა დაჭუჭყიანებული იზოლატორები: №3 – 90ც, №5 – 90ც, №6 – 90ც, №8 – 90ც,
№10 – 450ც,№11 – 75 ც, №12 – 456ც, №13 – 513ც, №15 – 450ც, №18 – 450ც, №21 – 630ც, №22 – 450ც, №23 – 630ც, №24 – 98 ც,
№25 – 98ც, №26 – 50 ც,№27 – 75 ც, №30 – 72ც, №31 – 75ც, ჯამში შეიცვალა 4932 ცალი იზოლატორი. შეიცვალა გატეხილი
იზოლატორები: №1 – 30ც, №2 – 6ც, №4 – 28ც, №7 – 32ც, №9 – 28ც, №32 – 4ც, №34 – 8ც, №49 – 6ც, №50 – 4ც, №51 – 9ც,
№118 – 9ც, №124 – 6ც, №126 – 7ც, №139 – 7ც, ჯამში შეიცვალა 184 ცალი იზოლატორი. №38, 44, 46, 49, 60, 88, 89, 133, 134, 142,
135, 137, 155 ანძებზე შეიცვალა მეხდამცავი გვარლის სახაზო არმატურა. მეხდამცავ გვარლებზე დამონტაჟდა ნაკლული ვიბროჩამქრობები:
№1 – 2ც, №2 – 4ც, №3 – 4ც, №4 – 2ც, №5 – 4ც, №6 – 4ც, №7 – 2ც, №8 – 4ც, №9 – 4ც, №11 – 2ც, №12 – 4ც, №13 – 2ც, №18 – 2ც,
№21 – 4ც, №22 – 2ც, №25 – 2ც, №26 – 4ც, №27 – 4ც, №31 – 4ც, №32 – 4ც, №34 – 2ც, №49 – 4ც, ჯამში დამონტაჟდა 70 ცალი ვიბროჩამქრობი.
მარყუჟებში დაყენდა დამცავი ქუროები: №1 – 5ც, №4 – 6ც, №7 – 6ც, №9 – 4ც, №30 – 1ც, ჯამში დაყენდა 22 ცალი. №27, №30 და №162
ანძებზე შეიცვალა ყუნწები და კავები, ხოლო №175 და №177 ანძებზე მარყუჟის დამაგრების კვანძები. მარყუჟებში დამონტაჟდა განბრჯენები:
№10 – 7ც, №15 – 5ც, №18 – 4ც, ჯამში 16 ცალი. №9 ანძაზე დამონტაჟდა დამცავი ეკრანები. №212 და №213 ანძებზე დამონტაჟდა გახლეჩილი
ფაზის სამივე სადენის ინდივიდუალური შემკვრელები. ჩატარდა ეგხ-ს №30-178 და №218-247 ანძებს შორის მონაკვეთების მაღლივი
დათვალიერება დეფექტაციის მიზნით.
ე.გ.ხ. “მუხრანი”
ჩატარდა ეგხ-ს №131-174 ანძებს შორის მონაკვეთის შემოვლა დათვალიერება და ანძების ფოტოგრაფირება, აღნიშნულ მონაკვეთზე
ჩამოიკიდა გამაფრთხილებელი პლაკატები.
ე.გ.ხ. “გარდაბანი”
ეგხ-ს 1 დღიანი გამორთვის დროს შეიცვალა გატეხილი იზოლატორები, №50 ანძაზე 4 ცალი, №51 ანძაზე 9 ცალი.