1 ივნისი-ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით სს გეს „საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელობა და თანამშრომლები საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში მრავალშვილიან  უკიდურეს გასაჭირში მყოფ, ოჯახებს ეწვივნენ.  ერთ-ერთ ოჯახში 11 წლის იუბილარს, რომელიც გატაცებულია ფეხბურთით, გადაეცა ფეხბურთის ბურთი ცნობილი ფეხბურთელების ხელმოწერით, რაც დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული. კომპანიის წარმომადგენლები ასევე მიუსაფარ ბავშვთა ცენტრს ეწვივნენ, რომელიც მეურვეობასა და მზრუნველობას  უწევს უსახლკარო ბავშვებს.

სს გეს „საქრუსენერგოს“ წარმომადგენლებმა მათ ნინოობა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრად ტანსაცმელი, ჰიგიენის ნივთები, სათამაშოები, საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადასცეს.

სს გეს „საქრუსენერგო“ ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს,  უსურვებს ბედნიერ, ლაღ და  უსაფრთხო მომავალს  მშვიდობიან სამყაროში.

ჩვენი კომპანია საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვას მომავალშიც გეგმავს.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

2024 წლის 27 დეკემბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით

ლოგო-1-1200x857-2

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.