13 ივნისს დედაქალაქში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები

13 ივნისს დედაქალაქში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში სს “საქრუსენერგოს” ხელმძღვანელობა და ტექნიკური პერსონალი გამთენიისას ჩაერთო. ხელმძღვანელობა და ტექნიკური ბრიგადები სტიქიის ადგილებში გადანაწილდნენ,  კომპანიის მძიმე ტექნიკა, პერსონალი ერთდროულად სტიქიის რამოდენიმე წერტილში აწარმოებდნენ გაწმენდით სამუშაოებს. „საქრუსენერგოს” ხელმძღვანელობა მუდმივად სტიქიის ადგილას იმყოფებოდა და პირადად უწევდა კონტროლს სამუშაოების მიმდინარეობას. ჩვენი ტექნიკა შეუჩერებლად განაგრძობდა სტიქიის ადგილზე გაწმენდით სამუშაობს, თუმცა მათ მხარდამხარ საქრუსენერგოს სხვა თანამშრომლებიც, მოხალისეთა რანგში ყველაფერს აკეთებენ ტერიტორიის დასასუფთავებლად. ისინი დღედაღამე დაუღალავად და თავდაუზოგავად შრომობდნენ, იმისათვის რომ ჩვენს დედაქალაქში, რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო ამ სავალალო შედეგების ლიკვიდაცია და ქალაქი ჩვეულ რითმში ჩამდგარიყო. სვანიძის ქუჩაზე ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რამოდენიმეჯერ, გაწმენდითი სამუშაოები მოინახულებისას “საქრუსენერგოს” ხელმძღვანელობას და კომპანიის სხვა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწაული დახმარებისათვის.

გუშინ, 13 ივლისს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა და მადლობის სიგელები გადასცა, ყველა იმ სტრუქტურას, სტრუქტურების თითეულ თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო 13 ივნისს ქ. თბილისში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, მათ შორის სს გეს „საქრუსენერგოს” 42 თანამშრომელს.

სხვა სიახლეები

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

2024 წლის 25 ოქტომბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროთ 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით.

საქართველოს ენერგეტიკოსის დღე

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.