2011 წლის ოქტომბრის თვეში ს.ს. “საქრუსენერგოს” ელექტროგადამცემ ხაზებზე შესრულებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა
ე.გ.ხ. “კავკასიონი”
შესრულდა გაჩეხვითი სამუშაოები №89÷97 ანძებს შორის მონაკვეთში სოფელ იდლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე. გაჩეხვითი სამუშაოები მიმდინარეობდა რუსეთის მონაკვეთზეც, კერძოდ: №27÷28, №29÷31, №599÷601, 604÷605, 751÷753 მალებში ყარაჩაევოს, აფშერონის და მაიკოფის რაიონის ტერიტორიებზე;
შეიცვალა გატეხილი იზოლატორები №61 და №63 ანძებზე საქართველოს მონაკვეთში, ხოლო რუსეთის მონაკვეთში №17, №21, №30, №44 და №121 ანძებზე;
ე.გ.ხ. “იმერეთი”
ოქტომბრის თვეში დასრულდა სექტემბერში დაწყებული ფართომასშტაბიანი გაჩეხვითი სამუშაოები №262÷389 ანძებს შორის მონაკვეთზე, ამით დასრულებულია ეგხ „იმერეთის” მთელი სიგრძის გაჩეხვა.
ე.გ.ხ. “ქართლი-2”
დათვალიერდა №194 ანძის მიმდებარე მეწყერსაშიში ტერიტორია გეოლოგებთან ერთად, შემდგომში საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა-რეკომენდაციის მოსამზადებლად და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ე.გ.ხ. “მუხრანი”
–აღნიშნულ პერიოდში №1÷36/1 მონაკვეთში ჩაეწყო ფუნდამენტები და დამონტაჟდა ახალი, Р2 ტიპის №13 ანძა. ასევე ჩალაგდა ფუნდამენტები ახალი, У2 ტიპის №24 ა ანძის დასამონტაჟებლად, რომლის მონტაჟიც დაგეგმილია ნოემბრის თვის დასაწყისში.
–ოქტომბრის თვეში დასრულდა ეგხ „მუხრანის” №42÷280 ანძებს შორის მონაკვეთზე დაგეგმილი სამუშაოები. კერძოდ, შესრულდა შემდეგი სახის სამუშაოები: შეიცვალა გატეხილი და დაბინძურებული იზოლატორები, დამონტაჟდა მეხდამცავი გვარლის განმმუხტველი რქები, ჩატარდა ძარცვის შედეგად მოხსნილი კუთხოვანების აღდგენა, ასევე ჩატარდა ძარცვის საწინააღმდეგო ღონისძიებები, გარემონტდა დაზიანებული შემოვლითი მარყუჟები, 51 ანძაზე გასწორდა წანაცვლებული გირლიანდები, რკინა-ბეტონის ანძებზე დარეგულირდა შიდა კავშირები, შესრულდა მიწის მოჭრის სამუშაოები გაბარიტის გაზრდის მიზნით №150-151 და №159-160 მალებში.
–ჩატარდა გაჩეხვითი სამუშაოები №44-45, 50-51, 70-71, 74-75, 79-80, 139-140, 140-141, 149-150, 163-164, 169-171, 173-174, 177-178, 179-187, 214-215, 217-218 მალებში, რითაც დასრულდა ეგხ-ს მთელი სიგრძის გაჩეხვა.
–ნოემბრის თვეში დაგეგმილია №1÷36/1 მონაკვეთში ახალი, У2 ტიპის №24 ა ანძის მონტაჟი და სადენის სამონტაჟო სამუშაოები