2012 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებში სს “საქრუსენერგოს” ელექტროგადამცემ ხაზებზე შესრულებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა

2012 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებში სს “საქრუსენერგო”-ს ელექტროგადამცემ ხაზებზე შესრულებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა
ეგხ “კავკასიონი”
საქართველოს მონაკვეთზე ჩატარდა ეგხ-ს ავარიულად გამორთვის შემდგომი რიგგარეშე შემოვლები №18-40, №56-89, №94-111 ანძებს შორის მონაკვეთებში, დაზიანების ადგილი ვერ იქნა აღმოჩენილი (გამორთვის სავარაუდო მიზეზი იყო ატმოსფერული დაცლა). რიგგარეშე შემოვლის დროს აღნიშნულ მალებში აღმოჩენილ დეფექტებზე შედგა დამატებითი დეფექტების ნუსხა. სრულად გაიჩეხა ეგხ-ს №55-60, №66-67 ანძებს შორის მონაკვეთები. აღდგენილი იქნა კუთხოვანებისაგან გაძარცული №127, №128, №132, №133, №134, №135, №137 ანძები.
ეგხ „კავკასიონის” რუსეთის მონაკვეთზე ჩატარდა გაჩეხვითი სამუშაოები, კერძოდ გაიჩეხა ეგხ-ს №25-№26, №35-№38, №41-№42, №45-№48, №58-№60, №183-№184, №315-№316, №320-№321, №322-№329, №369-№374, №396-№398, №409-№410, №472-№474, №646-№647, №731-№740 მალები. მეწყერსაშიშ ზონებში დათვალიერდა №217, №234, №388, №397, №496ა, №711, №712, №713 ანძები. ჩატარდა ავარიული გამორთვის შემდგომი რიგგარეშე შემოვლები №80-№124, №165-№283, №343-№421, №527-№585 მონაკვეთებში (137 კმ), ივლისი-აგვისტოს თვეებში ჩატარდა ეგხ-ს მთელი სიგრძის გეგმიური შემოვლა-დათვალიერება.
ეგხ “იმერეთი”
2012 წლის 13 ივლისს, ეგხ-ს 1 დღიანი შეკეთებაში ჩაყენების პერიოდში ჩატარდა შემდეგი სარემონტო სამუშაოები: შეიცვალა გატეხილი იზოლატორები №68, №122, №143, №157, №318, №327 ანძებზე, ჯამში შეიცვალა 100 ცალი იზოლატორი, №318-№319 მალში დარეგულირდა სამივე ფაზის სადენი, №328 ანძის მარყუჟში შეკეთდა დაზიანებული 3 სადენი, №318 და №319 ანძებზე შეიცვალა მეხდამცავი გვარლის დამჭერი გირლიანდის არმატურა.
ქარიან ზონებში მდებარე №305, №306, №307, №308, №309, №310, №314, №315, №316, №317, №320, №321, №322, №323, №324, №325, №326, №327, №331, №332, №333, №334, №335, №336 ანძებზე გადაჭერილი იქნა ქანჩ-ჭანჭიკები.
ბულდოზერის საშუალებით აღდგენილი იქნა №278, №281, №282, №283, №284, №285, №302, №303, №304, №305, №306, №307, №308, №309, №310, №318, №319, №320, №321, №325, №326, №327, №328, №329, №330, №331, №336, №337, №338, №339, №340, №341 ანძებთან მისასვლელი გზები, გაიჩეხა ეგხ-ს №339-№340 მალი, №225-№226 მალის A ფაზის გვერდითა გაბარიტში მოიჭრა ეკლები, გაიწმინდა №224, №225, №281, №288, №289, №387 ანძის ძირები. №332, №333, №334, №335, №337, №338 ქარიან ზონებში მდებარე შუალედურ ანძებზე დაიჭიმა ანძის დამჭერი გვარლები.
დეფექტაციის მიზნით ჩატარდა ეგხ-ს №262-№389 ანძებს შორის მონაკვეთის შემოვლა-დათვალიერება.
ეგხ “ქართლი-2”
დეფექტაციის მიზნით ჩატარდა ეგხ-ს №1-№172 ანძებს შორის მონაკვეთის შემოვლა-დათვალიერება.
გაიჩეხა ეგხ-ს №174-№175, №215-№219, №226-№231, №278-№279 მალებში წამოზრდილი ხე-მცენარეები. ეგხ-ს №292-№475 ანძებს შორის მონაკვეთში განახლდა ანძების ნუმერაცია და დაიკიდა გამაფრთხილებელი პლაკატები. ამავე მონაკვეთში ყველა შუალედურ ანძაზე, ანძის დამჭერი გვარლების სხმულებზე დამონტაჟდა ნაკლული ჭილიპყურები და ანძის ძირებში მოიჭრა ეკალ-ბარდები.
დაიწყო მეწყერსაშიშ ზონაში მდებარე №194 საყრდენის გამაგრების მოსამზადებელი სამუშაოები, კერძოდ ანძასთან ბულდოზერის საშუალებით მიყვანილი იქნა სამანქანო გზა და მომზადდა პირველი საფეხური გაბიონების მოსაწყობად.
ეგხ “ქართლი-1”
გაიჩეხა ეგხ-ს №203-№204, №204-№205, №206-№207 მალები. მოჭრილი ხეები დამუშავდა და დასაწყობდა მცხეთის სატყეო დეპარტამენტის საწყობში. №205-№206, №206-№207 მალი გაიწმინდა ბულდოზერის საშუალებით, ასევე ბულდოზერის საშუალებით მოეწყო №163 და №204 ანძებთან მისასვლელი სამანქანო გზები. აღდგენილ იქნა კუთხოვანებისაგან გაძარცული №2, №4, №7, №163, №177, №243, №244 ანძები. №3, №4, №6, №7, №8, №9, №242, №243, №244 ანძებზე შეიღება აღდგენილი შავი კუთხოვანები.
ეგხ “მუხრანი”
ჩატარდა ეგხ-ს ავარიული გამორთვის შემდგომი №168-№280 ანძებს შორის მონაკვეთის რიგგარეშე შემოვლა, გამორთვის მიზეზი ვერ იქნა დაფიქსირებული (სავარაუდოდ ატმოსფერული დაცლები).
ჩატარდა ეგხ-ს №1-№36 მონაკვეთის შემოვლა-დათვალიერება, №1 ანძაზე გაიხსნა მარყუჟები, ხაზის ქ/ს „გარდაბანი-500″-დან ძაბვის ქვეშ დაყენების მიზნით. №163 ანძაზე შეიღება აღდგენილი შავი კუთხოვანები.
ეგხ “გარდაბანი”
500 კვ ეგხ „საქართველო-აზერბაიჯანის” მშენებლობასთან დაკავშირებით ეგხ-ს №27-№32 მონაკვეთში შესრულდა მეხდამცავი გვარლის დემონტაჟი. №22, №23, №24, №38 ანძები დაკომპლექტდა ნაკლული ქანჩ-ჭანჭიკით. აღდგენილ იქნა №52, №53, №54 და №55 კუთხოვანებისაგან გაძარცული ანძები. ბულდოზერის საშუალებით ეკალბარდებისაგან ეგხ-ს დაცვის ზონა სრულად გაიწმინდა №42-№46 და №50-№51 მალებში.
ეგხ “აჭარა”
გაიჩეხა ეგხ-ს №14-15, 50-№51 მალები და №16 ანძების გარშემო ტერიტორიები, გაიწმინდა №2, №3, №6, №7, №8, №14, №22, №24, №28, №30, №39, №44, №45 ანების ძირები. ჩატარდა №5 და №15 მეწყერსაშიშ ზონებში მდებარე ანძების გამაგრებითი სამუშაოები.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

2024 წლის 27 დეკემბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით

ლოგო-1-1200x857-2

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.