2013 წლის აპრილის თვეში სს “საქრუსენერგოს” ელექტროგადამცემ ხაზებზე შესრულებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა

2013 წლის აპრილის თვეში სს “საქრუსენერგოს” ელექტროგადამცემ ხაზებზე შესრულებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა
საქართველოს მონაკვეთზე 6, 7 და 8 აპრილს ეგხ-ს 3 დღიანი შეკეთების პერიოდში ჩატარდა შემდეგი სახის სარემონტო სამუშაოები: შეიცვალა გატეხილი იზოლატორები №32 ანძაზე – 4 ცალი, №33-ზე – 10 ცალი, №104-ზე – 3 ცალი, №105-ზე – 4 ცალი, ჯამში შეიცვალა 21 ცალი იზოლატორი. აღდგენილ იქნა კუთხოვანებისაგან გაძარცული №14 ანძა – დამონტაჟდა 192 მეტრი კუთხოვანა.
რუსეთის მონაკვეთზე ჩატარდა გაჩეხვითი სამუშაოები, კერძოდ გაიჩეხა ეგხ-ს №138-141, 152А-152Б, 162-163, 482-483, 581-590 ანძებს შორის მონაკვეთი (15 მალი). №327, 329, 330, 332, 333, 334, 335, 336, 337, 338, 339, 340, 341, 342, 343, 343A, 344, 345, 346, 348 (20 ანძა) შუალედურ ანძებზე დარეგულირდა ანძის დამჭერი გვარლები; №332, 333, 335, 336, 340, 342, 344, 348 (8 ანძა) ანძებზე შეკეთდა დამჭერი გვარლების დამიწებები; დათვალიერდა მეწყერსაშიშ ზონებში მდებარე №217, 324, 388, 397, 496а, 711, 712, 713 (8 ანძა) ანძები. №482 ანძაზე შეკეთდა დაზიანებული მეხდამცავი გვარლი. №336, 337, 338, 339, 340, 342, 344, 345 (8 ანძა) შუალედური ანძების დამჭერი გვარლების სხმულებზე დამონტაჟდა ნაკლული ჭილიპყურები.
ე.გ.ხ. “იმერეთი”
5 აპრილის 1 დღიანი შეკეთებაში ჩაყენების პერიოდში შესრულდა შემდეგი სახის სამუშაოები: შეიცვალა გატეხილი იზოლატორები №160 ანძაზე – 11 ცალი, №207-ზე – 7 ცალი, №220-ზე (მარყუჟში) – 4 ცალი, ჯამში შეიცვალა 22 ცალი იზოლატორი, №144 ანძის მარყუჟის დამჭერ გირლიანდაში შეიცვალა გაცვეთილი დამაგრების კვანძი, №310 ანძის ჩ ფაზაში შეიცვალა მარყუჟის დაზიანებული სადენები, №321-322 მალის A და B ფაზებში გასწორდა გადახვეული გამტარები და დამონტაჟდა განბრჯენების 5-5 ჯგუფი (30 ცალი), აღდგენილი იქნა №389 ანძის A ფაზის მარყუჟის გაწყვეტილი გამტარი. დეფექტაციის მიზნით ჩატარდა ეგხ-ს შემოვლა-დათვალიერება №108-132 ანძებს შორის მონაკვეთში. ჩატარდა №25 Р2+5 ანძის კონსტრუქციის აღდგენა. დათვალიერებული იქნა №27, 29, 35, 43, 48, 49, 52, 53, 59, 68, 74, 77, 78, 124, 127, 148, 166, 169, 170, 172, 185, 188, 190, 192, 198, 201, 202, 205, 218 ანძები, სადაც შემოწმდა ფუნდამენტების მდგომარეობა, ფუნდამენტსა და ანძის ქუსლს შორის შეუღლების მდგომარეობა და ჩატარდა აზომვები შემდგომში აღდგენითი სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის მიზნით.
ე.გ.ხ. “ქართლი-2”
№293, 294, 295, 299, 300, 307, 308, 310, 311, 312, 313, 316, 317, 322, 338, 351, 359, 361, 364, 376, 377, 378, 380, 381, 382, 433, 438, 447, 467 (29 ანძა) ანძების ფუნდამენტის თავები განთავისუფლდა მიწის ნაყარისაგან. №172-475 ანძებს შორის მონაკვეთში ჩატარდა ეგხ-ს დაცვის ზონაში არსებული ხეხილის ბაღების აღწერა და მათი მეპატრონეების დადგენა.
ე.გ.ხ. “ქართლი-1”
№208-209 მალში, მიწიდან სადენებამდე დარღვეული გაბარიტის გამო განლაგდა გაფრთხილებელი ნიშნები, ამავე მალში გაიზომა სადენების დაჭიმულობა შემდგომში გაბარიტის გამოსწორების ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით.
ე.გ.ხ. “მუხრანი”
აღდგენილი იქნა კუთხოვანებისაგან გაძარცული №203 ანძა (დამონტაჟდა 30,3 მეტრი კუთხოვანა). №99 ანძაზე დამონტაჟდა ნაკლული კონტრქანჩები. დაიჭიმა და დარეგულირდა №100, 101, 102, 103, 110, 112, 122, 123, 170, 171, 175, 187, 221, 222, 225, 229 (16 ანძა) ანძების დამჭერი გვარლები. №100, 101, 123, 175, 176, 230 (6 ანძა) ანძების დამჭერ გვარლებზე დამონტაჟდა ნაკლული რკალური მომჭერები.
ე.გ.ხ. “გარდაბანი”
30 აპრილის და 1 მაისის ეგხ-ს 2 დღიანი შეკეთებაში ჩაყენების პერიოდში ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები: დეფექტაციის მიზნით ჩატარდა ეგხ-ს მთლიანი სიგრძის (№1-60) მაღლივი დათვალიერება, №18, 40, 42, 43, 44, 45, 48, 53, 57, 59 (10 ანძა) ანძებიდან ჩამოიხსნა ფრინველის ბუდეები.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

2024 წლის 27 დეკემბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით

ლოგო-1-1200x857-2

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.