2013 წლის თებერვლის თვეში სს “საქრუსენერგოს” ელექტროგადამცემ ხაზებზე შესრულებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა

2013 წლის თებერვლის თვეში სს “საქრუსენერგოს” ელექტროგადამცემ ხაზებზე შესრულებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა
ე.გ.ხ. “კავკასიონი”
საქართველოს მონაკვეთზე 26 და 27 თებერვალს ეგხ-ს 2 დღიანი შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ჩატარდა იზოლატორების შეცვლის სამუშაოები: №63 ანძაზე შეიცვალა 8 ცალი, №70 ანძაზე – 3 ცალი, №71 ანძაზე – 22 ცალი, №113 ანძაზე – 19 ცალი, ჯამში შეიცვალა 52 ცალი იზოლატორი.
რუსეთის მონაკვეთზე ჩატარდა გაჩეხვითი სამუშაოები, კერძოდ გაიჩეხა ეგხ-ს №180-181, 629-633, 722-725 მალები (9 მალი – 2,55 კმ). გაიწმინდა №628-631 ანძებთან მისასვლელი გზები. №44, 143, 149б, 176, 178, 179, 180, 181, 182, 183, 184, 185, 186, 187, 188, 189, 191, 192 შუალედურ ანძებზე დარეგულირდა ანძის დამჭერი გვარლები (18 ანძა). №33, 37, 38, 45, 46, 49, 52, 55, 56, 57, 58, 60, 61, 62, 64, 65, 66, 67, 69, 70, 71, , 73, 74, 75, 76, 78, 79 შუალედური ანძების დამჭერ გვარლებზე დამონტაჟდა კონტრქანჩები (27 ანძა), №72 ანძაზე შეკეთდა დამიწების კონტური. ეგხ-ს 2 დღიანი შეკეთების პერიოდში, №741 ანძაზე გარემონტდა მეხდამცავი გვარლის მარყუჟი.
ე.გ.ხ. “იმერეთი”
ჩატარდა ეგხ-ს №20-71, №175-220, 221-262, 285-389 ანძებს შორის მონაკვეთების შემოვლა-დათვალიერება დეფექტაციის მიზნით. კუთხოვანების ძარცვის თავიდან აცილების მიზნით ანძებზე ჩატარდა ჭანჭიკების შედუღების სამუშაოები, კერძოდ 8-10 მეტრ სიმაღლეზე შედუღდა №329 და 343 ანძები. 15 თებერვლის ეგხ-ს 1 დღიანი შეკეთებაში ყოფნის დროს Р2 ტიპის №324 და №325 ანძებზე შეიცვალა 22 ცალი გატეხილი იზოლატორი. იმავე დღეს №103 ანძაზე შეიცვალა 10 ცალი იზოლატორი.
ე.გ.ხ. “ქართლი-2”
მიწის ნაყარისაგან განთავისუფლდა №390, 392, 408, 435, 436, 442, 443, 456 ანძის ძირები. ჩატარდა ეგხ-ს №303-475 ანძებს შორის მონაკვეთის შემოვლა-დათვალიერება დეფექტაციის მიზნით.
ე.გ.ხ. “ქართლი-1”
№9 ანძაზე დამონტაჟდა ანკერული ქანჩ-ჭანჭიკები, №11, 38 ანძის დამჭერ გვარლებზე დამონტაჟდა ეშვისებრი მომჭერები.
ე.გ.ხ. “მუხრანი”
№145 ანძაზე დამონტაჟდა ანკერული კონტრ-ქანჩები, №139 ანძაზე დაიჭიმა დამჭერი გვარლები და დამონტაჟდა ეშვისებრი მომჭერები. №81, 99, 102, 121, 162, 163 მოთუთიებულ ანძებზე შეიღება აღდგენილი შავი კუთხოვანები. ჩატარდა ეგხ-ს №1-36 ანძებს შორის მონაკვეთის დათვალიერება.
ე.გ.ხ. “გარდაბანი”
ჩატარდა ეგხ-ს მთელი სიგრძის (№1-60) შემოვლა-დათვალიერება დეფექტაციის აღწერის მიზნით.
ე.გ.ხ. “აჭარა”
ჩატარდა ეგხ-ს მთელი სიგრძის (№1-50) შემოვლა-დათვალიერება დეფექტაციის მიზნით. ჩატარდა გაჩეხვითი სამუშაოები №2-5, №6-21 ანძებს შორის მონაკვეთებში.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

2024 წლის 27 დეკემბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით

ლოგო-1-1200x857-2

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.