2016 წლის 2 სექტემბერს დასრულდა 500 კვ ეგხ “მუხრანის” ქ/ს “მარნეული-500”-ში შესვლის სამუშაოები.

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი პროგრამის შესაბამისად,  სს გეს “საქრუსენერგოს” განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში გათვალისწინებული აქვს  500 კვ. ეგხ “მუხრანის” მიერთება ქ/ს “მარნეულის” 500 კვ. სალტეზე და 500 კვ. ეგხ “მარნეული-აირუმის” მშენებლობა, მარნეულის 500 კვ. ქვესადგურიდან საქართველო-სომხეთის საზღვრამდე.

2016 წლის 2 სექტემბერს დასრულდა 500 კვ. ეგხ”მუხრანის” ქ/ს”მარნეული-500″-ში შესვლის სამუშაოები.  ეგხ “მუხრანის” მონაკვეთს ქ/ს”ქსანი-500″-დან  ქ/ს “მარნეული-500″-მდე ეწოდა ახალი დისპეტჩერული სახელი 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი”ასურეთი”. აღნიშნული ეგხ-ს სიგრძე შეადგენს 56 კილომეტრს და იგი 500 კვ. ეგხ “მარნეული-აირუმთან” ერთად, რომლის მშენებლობაც განხორციელდება 2017 წლისათვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება, როგორც საქართველოს ენერგოსისტემის უსაფრთხოებისა და მდგრადობის ამაღლებისათვის, ასევე ელექტროენერგიის ტრანზიტის გაზრდისათვის.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

2024 წლის 27 დეკემბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით

ლოგო-1-1200x857-2

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.