330 კვ ეგხ “გარდაბანზე” სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, სს „საქრუსენეგოს” გენერალურმა დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ, მთვრობისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა 330 კილოვოლტიან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე „გარდაბანი” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა ორ ეტაპად.

პირველ ეტაპზე, 330 კვ ეგხ “გარდაბანზე” შესრულდა სარემონტო სამუშაოები, რომლებიც მოიცავდა ფაიფურის იზოლატორების შეცვლას შუშის იზოლატორებით, ასევე,  ძლიერ დაჭუჭყიანებული და გატეხილი იზოლატორების შეცვლას, ჯამში შეიცვალა 1500 ცალამდე იზოლატორი.

ამჟამად 330 კვ ეგხ “გარდაბანზე” მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რომელიც  მოიცავს ქ/ს “გარდაბანი-500”-ში 330 კვ ეგხ “გარდაბნის” პორტალზე ფაიფურის იზოლატორების შეცვლას შუშის იზოლატორებით, ჯამში შეიცვლება 130 ცალი ფაიფურის იზოლატორი შუშის იზოლატორით.

ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება ელექტროგადამცემი ხაზის საიმედოობა, ამაღლდება მისი მდგრადობა და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის უსაფრთხო და უწყვეტ მიმოცვლას, რის საშუალებითაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ერთ მილიარდ კილოვატსაათზე მეტი ელექტროენერგიის გატარება.

330 კვ ეგხ “გარდაბანის” დათვალიერების შემდეგ ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სს „საქრუსენეგოს” სათაო ოფისს ესტუმრა, სადაც ბატონი რომეო მიქაუტაძისაგან მოისმინა ანგარიში სს „საქრუსენეგოს” მიერ გასული 2 წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების შესახებ.

სხვა სიახლეები

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

2024 წლის 25 ოქტომბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროთ 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით.

საქართველოს ენერგეტიკოსის დღე

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.