330 კვ ეგხ „გარდაბანზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით დასრულდა

330 კვ ეგხ „გარდაბანი“ გეგმიური სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად შეკეთებაში ჩადგა 2018 წლის 23 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით.

სამუშაოები მიმდინარეობდა მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. 330 კვ ეგხ „გარდაბანზე“ სამუშაოების განახორციელა სს გეს „საქრუსენერგოს“ თბილისის სსუ-სა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალმა. სამუშაოთა წარმოებაზე დაკავებული იყო 30 თანამშრომელი და გამოყენებული იქნა 10 ერთეული სპეცტექნიკა.

ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სამუშაოების წარმოებას კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევდა აღმოსავლეთ საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ვახტანგ კიკვაძე, ხოლო  სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებას ზედამხედველობას და კონტროლს უწევდა უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია.

330 კვ ეგხ „გარდაბანის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში შესრულდა გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები, მათ შორის შეიცვალა გატეხილი და დაჭუჭყიანებული იზოლატორები, ანძის მეტალოკონსტრუქციები გამაგრდა ნაკერებში გახსნილი კუთხოვანების შედუღებით, შეკეთდა კუთხური ანძების მარყუჟების შემაერთებელი სააპარატო მომჭერები, ანძებიდან ჩამოიხსნა ფრინველების ბუდეები, ეგხ-ს მთელს მონაკვეთზე ჩატარდა მაღლივი დათვალიერება.

შესრულებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროგადამცემი ხაზის იმედიანობა და მდგრადობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია მოახლოებული წყალდიდობის სეზონის წარმატებით გავლისათვის.   ამჟამად 330 კვ ეგხ „გარდაბანით“ ჩართულია და მიმდინარეობს საქართველოსა და  აზერბაიჯანის ენერგოსისტემების  პარალელურ რეჟიმში მუშაობა.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს „საქრუსენერგო“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

599941953_1506206891042148_1064853551260512251_n

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა

571201403_1460351892294315_8062422109977194013_n

აბრეშუმის გზის ფორუმი