მიმდინარე წლის ივნისის თვეში მდინარე ენგურზე მომატებულმა წყლის ხარჯმა მნიშვნელოვნად გაზარდა „ენგურჰესის“ წყალსაცავის დონე, რამაც გამოიწვია „ენგურჰესის“ სიმძლავრის და მისგან გამომავალ ელექტროგადამცემ ხაზებზე ელექტრული დატვირთების გაზრდა. მათ შორის 500 კვ ეგხ „კავკასიონზე“-150 მგვტ-მდე და 500 კვ ეგხ „იმერეთზე“ – 870 მგვტ-მდე. გაზრდილ დატვირთვებს დაემატა ზაფხულის ცხელი დღეები და მომატებული გარემო ტემპერატურა. აღნიშნული გარემოებების გამო ეგხ „იმერეთს“ შეექმნა მაქსიმალურად დატვირთვის ტოლფასი პირობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 26 ივნისს დავიწყეთ 500 კვ ეგხ „იმერეთის“ სადენების კონტაქტური შეერთებების ადგილების ტემპერატურული მდგომარეობის თბოვიზორული შემოწმება. ეგხ „იმერეთის“ სიგრძე 127 კილომეტრია და მოიცავს 389 ანძას. თბოვიზორული შემოწმების შედეგად ცხელი წერტილები აღმოჩნდა N189 (960C), N305 (1080C), N341 (700C) და N363 – (1000C) ანძებზე. აღნიშნული დეფექტები საჭიროებს დროულ აღმოფხვრას და მისი განხორციელება შესაძლებელი იქნება ელექტროგადამცემი ხაზის ერთი დღით შეკეთებაში ჩაყენებით.
აღსანიშნავია, რომ 500 კვ ეგხ „იმერეთზე“ თბოვიზორული დათვალიერების შედეგად გასულ წელსაც იქნა აღმოჩენილი ცხელი წერტილები N109 (960C), N160 (900C), N340 (1000C) და N389 (900C) ანძებზე, რომლებიც ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი.
500 კვ ეგხ „იმერეთის“ სადენების კონტაქტური შეერთებების თბოვიზორული დათვალიერებისათვის გამოყენებული იქნა ხელსაწყო FLIR T640.