500 კვ ეგხ „კავკასიონზე“ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შესახებ (2021 წლის 05-30 ივლისი)

საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან წინასწარი შეთანხმებით 500 კვ ეგხ „კავკასიონი“ შეკეთებაში ჩადგა 2021 წლის 05 ივლისს და გაგრძელდა 30 ივლისის ჩათვლით. საექსპლუატაციო-სარემონტო სამუშაოები ეგხ „კავკასიონზე“ შესრულდა სს გეს „საქრუსენერგოს“ 2021 წლის ბიზნეს-გეგმის შესაბამისად და იგი წარიმართა ეგხ-ს საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიაზე გამავალ მონაკვეთებზე.

აღნიშნულ პერიოდში შესრულდა დაზიანებული და გატეხილი იზოლატორებისა და სახაზო არმატურის შეცვლა, შეკეთდა და შეიცვალა დაზიანებული სადენები მარყუჟებსა და მალებში, დამონტაჟდა გამბრჯენები, განმუხტველი რქები და ვიბროჩამქრობები. ეგხ-ს N78 და N79 ანძები გამაგრდა დამატებითი ამჭერი გვარლების დამონტაჟებით,  N229 ანძაზე შეიცვალა დაზიანებული და დეფორმირებული კუთხოვანები. საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიაზე გადამცემი ხაზის ქვეშ და დაცვის ზონაში გაიწმინდა ხე-მცენარეებისაგან 120 ჰა-მდე ტერიტორია.

ამჟამად მიმდინარეობს ეგხ „კავკასიონის“ N5 და N8 ანძების ფუნდამენტების გამაგრება გაბიონების მოწყობით და სხვა  სამუშაოები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია გადამცემი ხაზის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებისათვის.

მიმდინარე წელს გაწეული სამუშაოები მეტად მნიშვნელოვანია ეგხ „კავკასიონის“ ნორმალური ექსპლუატაციისათვის და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გადამცემი ხაზის საიმედო ფუნქციონირებისათვის.

სხვა სიახლეები

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

2024 წლის 25 ოქტომბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროთ 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით.

საქართველოს ენერგეტიკოსის დღე

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.