500 კვ ეგხ „კავკასიონზე“ 2023 წლის 05-31 აგვისტოს პერიოდში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების შესახებ

საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან წინასწარი შეთანხმებით 500 კვ ეგხ „კავკასიონი“ შეკეთებაში ჩადგება 2023 წლის 05 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში.

საექსპლუატაციო-სარემონტო სამუშაოები ეგხ „კავკასიონზე“ შესრულდება სს გეს „საქრუსენერგოს“ 2023 წლის ბიზნეს-გეგმის შესაბამისად: შეიცვლება დაზიანებული, გატეხილი იზოლატორები და სახაზო არმატურა, შეკეთდება სადენები. დამონტაჟდება ნაკლული გამბრჯენები, განმმუხტველი რქები და ვიბროჩამქრობები.  გაიჩეხება და გაიწმინდება გადამცემი ხაზის ქვეშ და დაცვის ზონაში ამოსული ხე-მცენარეები და სხვა.  კონტრაქტორი კომპანიის ძალებით სარემონტო და გაჩეხვითი სამუშაოები შესრულდება ეგხ „კავკასიონის“ გალის რაიონსა და კოდორის ხეობაში  გამავალ მონაკვეთებზე.

შესრულდება გეგმით გაუთვალისწინებელი სხვა  სამუშაოები, რომლებიც აუცილებელი იქნება გადამცემი ხაზის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებისათვის.

წარმოებული სამუშაოები მნიშვნელოვნად აამაღლებს 500 კვ ეგხ „კავკასიონისა“ და საქართველოს ენერგოსისტემის ფუნქციონირების მდგრადობასა და იმედიანობას.

სხვა სიახლეები

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

2024 წლის 25 ოქტომბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროთ 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით.

საქართველოს ენერგეტიკოსის დღე

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.