500 კვ ეგხ „კავკასიონის“ №219 ანძის “A” ფაზის ფუნდამენტის გაბიონების მოწყობით გამაგრებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში 500 კვ ეგხ „კავკასიონზე“ ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში (08.08.18-31.08.18) კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე შესრულდა დაზიანებული იზოლატორებისა და სადენის შეცვლა, გაჩეხვითი სამუშაოები. შემდგომ პერიოდში, ოქტომბრის თვის ბოლომდე, აღდგენილი იქნა კუთხოვანებისაგან გაძარცვული ანძები, ანძებთან მისასვლელი გზები და საირიგაციო არხები.

ეგხ „კავკასიონის“ კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე სხვა სამუშაოებთან ერთად დაგეგმილი გვქონდა ასევე  №219  კუთხური ანძის ფუნდამენტების გამაგრება ქვა-ღორღის ზვინულით, რადგან მდინარე „კლიჩის“  მარჯვენა  შენაკადმა  მდინარე  „აჭაფარამ“  სტიქიური  მოვლენის შედეგად  იცვალა კალაპოტი და  რეცხავდა №219  ანძის „ა“ ფაზის დგარის ორ ფუნდამენტს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მდინარე „აჭაფარა“ ისევ დაუბრუნდა ძველ კალაპოტს და N219 ანძის “A” ფაზის  დგარის ფუნდამენტებს დაშორდა 250 მეტრით. მიუხედავად ამისა მაინც დარჩა დგარის წაქცევის საშიშროება, რადგან  ფუნდამენტთან ახლოს დარჩა 5 მეტრი სიმაღლის  ვერტიკალურად ჩაჭრილი გრუნტი, რომელიც წვიმების დროს შეიძლება ჩამოშლილიყო და დაეზიანებინა ანძა.

აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ეგხ „კავკასიონის“ №219 ანძის “A” ფაზის ფუნდამენტის გამაგრება  გაბიონის მოწყობით.  ჩატარდა ადგილის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა. პროექტი, რომლითაც წარიმართა გაბიონის მოწყობის სამუშაოები შედგენილი იქნა სს გეს „საქრუსენერგოს“ პროექტირებისა და მშენებლობის ჯგუფის მიერ. აღნიშნული და სხვა სამუშაოები, რომლებიც დაგეგმილი იყო ეგხ „კავკასიონის“ კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე შეასრულა კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ნიუ მტალ-ჯორჯიამ“.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

2024 წლის 27 დეკემბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით

ლოგო-1-1200x857-2

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.