500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N13-N14 მალში ავარიულ-აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ

2017 წლის 24 დეკემბერს დილის 5 საათზე, ორივე მხრიდან სარელეო დაცვის მოქმედებით ავარიულად გამოირთო 500 კვ ეგხ „კავკასიონი“. დაზიანების ადგილის განმსაზღვრელმა ხელსაწყოებმა დააფიქსირეს 104 კმ ენგურჰესიდან, რომელიც მდებარეობს რუსეთის ტერიტორიაზე, ნახარის უღელტეხილის ჩრდილოეთ ფერდობზე. დიდთოვლობისა და რთული რელიეფის გამო ტერიტორიის დათვალიერება  მოხდა ვერტმფრენის გამოყენებით. დაზიანება დაფიქსირდა N13 და N14 ანძებს შორის მალში.

2017 წლის 31 დეკემბერს მძიმე ტექნიკის გამოყენებით მოხერხდა ზემოაღნიშნულ მალში მისვლა და დაზიანების მასშტაბის განსაზღვრა. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ წამოსული ზვავის შედეგად ჰაერის დარტყმითი ტალღით გაწყვეტილი იყო В  და С ფაზის  თითო სადენი, ხოლო სხვა სადენები დაზიანებული ისე, რომ არ იყო გაწყვეტილი.  გაწყვეტილი სადენები ჩაფლული იყო თოვლისა და მიწის გაყინულ მასაში და მათი დათვალიერება იმ დროისათვის ვერ მოხერხდა.

ასევე, ზვავსაშიშროების გამო დაზიანებული სადენების აღდგენითი სამუშაოების წარმოება არ იყო უსაფრთხო და მიღებული იქნა გადაწყვეტილება ეგხ „კავკასიონის“ ფუნქციონირების აღდგენის თაობაზე დროებითი სქემით, ეგხ-ს N13-N14 მალში გაწყვეტილი სადენების ჩახსნით და სხვა დაზიანებული სადენების შეკეთებით, რითაც ეგხ-ს დატვირთვა შეიზღუდა 400 მგვტ-მდე.

ნახარის უღელტეხილის ჩრდილოეთ ფერდობზე სამუშაოების განახლება შესაძლებელი გახდა მაისის თვეში. ამ დროისათვის ხეობებიდან სრულად იქნა ჩამოსული ზვავები და თოვლი გამდნარი. დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ  სადენები გაწყვეტილი იყო შემაერთებელ მომჭერებში.

სს გეს „საქრუსენერგოს“ ყარაჩაის“ ფილიალისა და ПАО ФСК-ს МЭС «Юга»-ს წარმომადგენლების მიერ ადგილზე შესწავლილი იქნა სადენების მდგომარეობა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გადაბმების გარეშე, სამივე ფაზაში სადენების სრული შეცვლის შესახებ.

500 კვ ეგხ „კავკასიონი“  შეკეთებაში ჩადგა 2018 წლის 19 მაისს. სამუშაოებს სს გეს „საქრუსენერგოს“ ყარაჩაის ფილიალის პერსონალთან ერთად ასრულებს კონტრაქტორი კომპანია – ООО «АльфаСтрой». შედეგად, 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N13-N14 ანზებს შორის მალში შიცვლება 6 კილომეტრამდე სიგრძის АС 300/204 მარკის ფოლად-ალუმინის სადენი. სამუშაოების დამთავრება და ეგხ-ს სრული სიმძლავრით დატვირთვა შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის 28 მაისისათვის.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

2024 წლის 27 დეკემბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით

ლოგო-1-1200x857-2

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.