500 კვ ეგხ „ქართლი-2“-ზე შესრულებული სარემონტო სამუშაოთა შესახებ 2024 წლის 10 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში.

საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთნ შეთნხმებით 500 კვ ეგხ „ქართლი-2“ შეკეთებაში ჩადგა 2024 წლის 10 აპრილიდან 30 აპრილის  ჩათვლით.

ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სრულად შესრულდა სს გეს „საქრუსენერგოს 2024 წლის ბიზნეს-გეგმით გავალისწინებული სარემონტო სამუშაოები, კერძოდ: შეიცვალა დაჭუჭყიანებული და დეფექტური იზოლატორები, დამონტაჟდა  ვიბროჩამქრობები და განმუხტველი  რქები, დამცავი ეკრანები, მალებში შეკეთდა და შეიცვალა დაზიანებული სადენები,  მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეკეთდა ანძებთან მისასვლელი და მალებში სამოძრაო დროებითი სამანქანო გზები. შესრულდა ასევე მალებში სადენებსა და  მიწას შორის დარღვეული გაბარიტების აღდგენითი სამუშაოები. ჩატარდა ეგხ-ს ცალკეული მონაკვეთების მაღლივი დათვალიერება და სხვა ახალაღმოჩენილი, გადაუდებელი სამუშაოები.

500 კვ ეგხ „ქართლი-2“-ის სარემონტო სამუშაოთა წარმოებაზე ზესტაფონისა და ხაშურის სსუ-ების პერსონალთან ერთად მობილიზებული იყო თბილისისა და წალენჯიხის სსუ-ების, ასევე ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი.

ეგხ „ქართლი 2“-ის შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სამუშაოთა მიმდინარეობას კოორდინაციას და მონიტორინგს უწევდა დასავლეთ საქართველოს ეგხ-ების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ანდრო ცხადაძე და აღმოსავლეთ საქართველოს ეგხ-ების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი   ვახტანგ  კიკვაძე. პერსონალის მიერ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებაზე კონტროლს ახორციელებდნენ  შრომის უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია და იმავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი დიმიტრი ანდღულაძე.

500 კვ ეგხ „ქართლი-2“-ის სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე მობილიზებული იყო სს გეს „საქრუსენერგოს“ 50-მდე თანამშრომელი და 25 ერთეული ავტო და სპეცტექნიკა.

500 კვ ეგხ „ქართლი-2“-ზე შესრულებული სარემონტო სამუშაოების შედეგად გაიზარდა გადამცემი ხაზის იმედიანობა, რაც მოახლოებული გაზაფხულს და ზაფხულის წყალდიდობის სეზონის წარმატებით გავლისათვის მეტად მნიშვნელოვანია ენერგოსისტემის საიმედო ფუნქციონირებისათვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგებისათვის.

 

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-1

ი2024 წლის 25 ოქტომბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროთ 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით.

ლოგო-1-1200x857-2-1

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

313375611_653335959593433_3060472053645476891_n

500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.