განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

შესყიდვის ობიექტი:   500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N153-N232 (კოდორის ხეობა) ანძებს შორის მონაკვეთზე ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოები. 

ქ.თბილისი                                                                                       06 ივლისი 2023 წ.

  1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს  მითითებული სამუშაოს შესყიდვისათვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტების შერჩევის მიზნით შეაფასოს მათი განაცხადებები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა დადოს მასთან  შესყიდვის  ხელშეკრულება.
  • შემსყიდველი აფრთხილებს კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ყველა კომპანიას:
  • ეგხ „კავკასიონის“ შეკეთებაში ყოფნის მითითებული ვადები საქართველოს ეროვნული სადისპეჩერო ცენტრის მოთხოვნით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია გარკვეული ვადით შემცირდეს ან/და სრულად გაუქმდეს.
  1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და თანდართული ფორმების მიხედვით:

ა)   განცხადება მონაწილეობაზეფორმა N2 (თან ერთვის);

ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის და ვადევის შესახებფორმა N3 (თან ერთვის, ტექნიკური დავალება);

გ)   ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობების შესახებფორმა N4 (თან ერთვის);

 

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება სამუშაოს დასრულებიდან და შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.

დასაშვებია წინასწარი გადახდა.  ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების  ვადას.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული   ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ღირებულების  3,5% (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) ოდენობით. რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების  ვადას.

პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს, უნდა წარმოადგინოს  მოთხოვნილი ინფორმაცია და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

 

  • ცნობა რომ, არ ერიცხება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე;
  • ცნობა რომ, ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
  • ცნობა რომ, არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;
  • ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის რანგში) ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები;
  • ინფორმაცია სამუშაოებზე დასასაქმებელი პერსონალის შესახებ;
  • შეფასებას დაექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებები, რომელიც პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს, შეესაბამება  ტექნიკურ დავალებას  და  შესყიდვისთვის გათავლისწინებულ თანხობრივ პარამეტრს.
  1. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.
  2. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  2023  წ.  14 ივლისის 11:00 საათი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
  3. განაცხადები შეფასდება 2023 წლის 14 ივლისს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.
  4. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-5 პუნქტში მითითებულ მისამართზე, დალუქულ კონვერტში წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.
  5. ფასები შემოთავაზებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);
  6. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
  7. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს განცხადების მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში, მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
  8. გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს და რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი.

 

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: შესყიდვების სამსახურის 595 00 33 33, 597 58 78 58.

ტექნიკური სამსახური – 599 09 95 10, 599 27 20 40.  

სხვა შესყიდვები

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.