განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება
სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

(შესყიდვის ობიექტი: სს გეს „საქრუსენერგოს“ ელექტროგადამცემ ხაზებზე საექსპლუატაციო-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებელად საჭირო მასალა-მოწყობილობები)

ქ.თბილისი 24 თებერვალი 2023 წ.

1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული საქონლის შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობაზე (ფორმა №2);
ბ) ინფორმაცია საქონლის ფასების, მიწოდების ვადების, საქონლის სერთიფიკაციისა, საგარანტიო წერილის და საქონლის კონკურსით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებთან შესაბამისობის დადასტურების პირობების შესახებ (ფორმა №3);
გ) გადახდა განხორციელდება საქონლის მიწოდების და შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორებაც.
დ) ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას;
ე) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების 3,5%-ს (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) ოდენობით. რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას;
ვ) პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს და უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ზ) პრეტენდენტმა საკონკურსო წინადადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს მწარმოებელი საწარმოს, ან ქარხანა-მწარმოებლის ოფიციალური სავაჭრო ორგანიზაციის მიერ პრეტენდენტის სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი, საქონლის დასახელების, რაოდენობისა და მიწოდების ვადების მითითებით, რომლის შესაბამისად, პროდუქციის ქარხანა-მწარმოებელი იღებს ვალდებულებას დაამზადოს, ხოლო თავად მწარმოებელი, ან მწარმოებლის ოფიციალური სავაჭრო ორგანიზაცია კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს პრეტენდენტს, საკონკურსო დოკუმენტაციით და შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული პროდუქცია. ქარხანა-მწარმოებლის საგარანტიო წერილის არ ქონა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
• ცნობა რომ არ ერიცხება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე;
• ცნობა რომ ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
• ცნობა რომ არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;
თ) მიწოდებული საქონლის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს არსებულ სტანდარტებს და თან უნდა დაერთოს: საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი, ან/და საქონლის ხარისხის სერთიფიკატი, ან/და პასპორტი.
3. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.
4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 7 მარტის 16:00 საათი. აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
5. განაცხადები შეფასდება 2023 წლის 7 მარტს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.
6. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
7. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება) და მოიცავდეს მიმწოდებლის მიერ გასაწევ ყველა ხარჯს მათ შორის დღგ-ს;
8. მიწოდება უნდა განხორციელდეს მიწოდების ვადის და შემოთავაზებული ფასის შესაბამისად.
9. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
10. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს „ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ შეესაბამება მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს და შესყიდვისთვის განსაზღვრულ თანხობრივ პარამეტრს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
11 გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ პრეტენდენტს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.
საქონლის ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის დღგ-ს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მობ: 595 00 33 33

იხილეთ დანართი:

სხვა შესყიდვები

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.