განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

(შესყიდვის ობიექტი: მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 500 კვ. მარნეული-აირუმის მიმართულების ელექტრო გადამცემი ანძების (ანძა N 106) სამონტაჟო არეალში გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტის არქეოლოგიური კვლევა-ძიების მე-3-ე ეტაპით განსაზღვრული სრული არქეოლოგიური კვლევის ჩატარება

ქ.თბილისი 25 ოქტომბერი 2022 წელი

1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული სამუშაოს შესყიდვისათვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელებაზე. უფლებამოსილია პრეტენდენტების შერჩევის მიზნით შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ არაუგვიანეს 10 დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:

ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);

ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (ფორმა N3);

გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N4);

დ) პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს და უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

• პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია არქეოლოგიურ კვლევებზე დასასაქმებული პერსონალის შესახებ, მათი კვალიფიკაციის მითითებით;

• ცნობა რომ არ ერიცხება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე;

• ცნობა რომ ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;

• ცნობა რომ არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;

• შეფასებას ექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებები რომლებიც შეესაბამება ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და შესყიდვისთვის გათავლისწინებულ თანხობრივ პარამეტრს.

3. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.

4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წ. 1 ნოემბერი 17:00 საათი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

5. განაცხადები შეფასდება 2022 წლის 1 ნოემბერს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.

6. განაცხადი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და წარდგენილი მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე დალუქულ კონვერტში წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.

7. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება) დღგ-ს ჩათვლით;

8. მიწოდება იწარმოებს ფასებისა და მიწოდების გრაფიკის (სამუშაოების წარმოების გრაფიკი) შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.

9. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განაცხადი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.

10. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს მისი ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში, განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.

11. გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.

სრული ინფორმაცია იხილეთ სს გეს „საქრუსენერგო“-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე www.sakrusenergo.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

მობ: შესყიდვების სამსახური – 595 00 33 33

იხილეთ დანართი:

სხვა შესყიდვები

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.