განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

შესყიდვის ობიექტი:  500 კვ ეგხ „მარნეული-აირუმი“-ს, „მარნეული 500“-დან 500 კვ ეგხ „მუხრანის“ №42 საყრდენამდე არსებული ელექტროგადამცემი ხაზის რეკონსტრუქციის მონაკვეთზე საპროექტო 33 საყრდენის საძირკვლების დასმის ადგილზე ჩასატარებელ საინჟინრო-გეოლოგიურ  კვლევებზე გასაწევ მომსახურებაზე

 

ქ. თბილისი                                                                                       12 სექტემბერი 2022 წ.

 

  1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს  მითითებული სამუშაოს შესყიდვისათვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის დადგენილი წესის  შესაბამისად  განხორციელებაზე. უფლებამოსილია პრეტენდენტების შერჩევის მიზნით შეაფასოს მათი განაცხადებები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 დღისა დადოს მასთან  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
  2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:

ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);

ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (ფორმა N3);

გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N4);

დ) ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის  ვადას .

ე) პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს და უნდა წარმოადგინოს  მოთხოვნილი ინფორმაცია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

 

  • საინჟინრო გეოლოგიური კვლევების გამოცდილება;
  • კომპანიაში დასაქმებული ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • ცნობა რომ არ ერიცხება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე;
  • ცნობა რომ ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
  • ცნობა რომ არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;
  • შეფასებას ექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებები რომლებიც შეესაბამება ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და შესყიდვისთვის გათვლისწინებულ თანხობრივ პარამეტრს.
  1. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახურში.
  2. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  2022 წ.  19 სექტემბერი  16:00 საათი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
  3. განაცხადები შეფასდება 2022 წ. 19 სექტემბერს  შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.
  4. განაცხადი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და წარდგენილი მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე დალუქულ კონვერტში, წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.
  5. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);
  6. მიწოდება იწარმოებს ფასებისა და მიწოდების გრაფიკის (სამუშაოების წარმოების გრაფიკი) შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.
  7. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განაცხადი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
  8. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს მისი ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში, განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
  9. გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.

 

სრული ინფორმაცია იხილეთ სს გეს „საქრუსენერგო“-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე www.sakrusenergo.ge

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

  ტელ: შესყიდვების სამსახური – 5 95 00 33 33

            პროექტირებისა და მშენებლობის ჯგუფი – 5 91 99 55 50

სხვა შესყიდვები

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.