სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

 

(შესყიდვის ობიექტი: სხვადასხვა ზომის საბურავევი და მათი მონტაჟი. მიწოდება უნდა განხორციელდეს 2019 წლის განმავლობაში)

 

 

ქ.თბილისი                                                                                       28 იანვარი 2019 წ.

 

  1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული საქონლის შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად  დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 დღისა დადოს მასთან  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
  2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:

ა)   განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);

ბ)   ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (ფორმა N3);

გ)   ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N4);

დ)   გადახდა განხორციელდება საქონლის მიწოდების და შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 კალენდარული დღის ვადაში.

  1. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის  N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს კანცელარია.

  1. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  2019  წლის 4 თებერვლის 16 საათი.

აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

  1. განაცხადები შეფასდება 2019 წ. 4 თებერვალი შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.
  2. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
  3. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);
  4. მიწოდება იწარმოებს ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.
  5. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
  6. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს “ტექნიკური შესაბამისობისა” და “ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმების მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილისთვის გაგზავნილ მოწვევაში მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.

11 გამარჯვებულად მიიჩნევა  და  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.

 

            მსურველებს შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება მხოლოდ მსუბუქი ან/და მძიმე ტექნიკის საბურავებზე ცალცალკე ლოტების მიხედვით.

            საქონლის ღირებულება უნდა შეიცავდეს მონტაჟის ღირებულებას.

 

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტ. 595 99 44 48 – 595 00 33 33

იხილეთ დანართი:

სხვა შესყიდვები

test

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.