საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ამა წლის 14 ოქტომბერს ენერგოკომპანიებს შორის მინი საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრას დაესწრო.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ამა წლის 14 ოქტომბერს ენერგოკომპანიებს შორის მინი საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრას დაესწრო. ფინალური მატჩში კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზისა” და სს „საქრუსენერგოს”გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაძაბული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 5:3 დასრულდა. მატჩის შემდეგ ტურნირის საზეიმო დახურვის ღონისძიება გაიმართა, სადაც ენერგეტიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მონაწილე გუნდებსა და მათ გულშემატკივრებს, ამის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელზეც ტურნირის I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს სიმბოლური მედლები და საჩუქრები გადაეცათ. ტურნირის ორი საპრიზო თასი: ტურნირის საუკეთესო მცველისა და საუკეთესო მოთამაშის, ჩვენი გუნდის ორ წევრს, დავით მაღლაკელიძესა და დიმიტრი ანდღულაძეს გადაეცათ.
გულითადად ვულოცავთ ჩვენს გუნდს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წინსვლას

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

30 წლის იუბილე

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

ინფორმაცია სს გეს საქრუსენერგოში თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების შესახებ

710098523_1648318786830957_7918535884546678721_n

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე