30 წლის წინ, 1996 წლის 27 მაისს სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“ დაფუძნდა.
ამჟამად, სს გეს „საქრუსენერგო“ ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 500კვ, 330კვ და 220კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის, სისტემათაშორის, საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 500კვ ეგხ „კავკასიონს“, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების დამაკაშირებელ 500კვ ეგხ „მუხრანის ველს“ და ორჯაჭვა 330კვ ეგხ „1,2 გარდაბანს“. ასევე, შიდა სასისტემო 500კვ ელექტროგადამცემ ხაზებს: „ლია”, “იმერეთი”, ქართლი 2“, „ქართლი 1″, „ასურეთი“ და „მუხრანი“.
კომპანიის საქმიანობა და მიზანია:
* საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და უსაფრთხო ექსპლუატაცია;
* ელექტროენერგიის შეუფერხებელი გადაცემა, მათ შორის ტრანზიტული გადაცემის უზრუნველყოფა;
* მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემებთან პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეწყობა;
30 წლიანი საქმიანობის შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდა კომპანიის საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების იმედიანობა. კომპანიის პერსონალი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მუდმივ მზადყოფნაშია ენერგოსისტემის უწყვეტობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფად.
სს გეს „საქრუსენერგოს“ თითოეულ თანამშრომელს ვულოცავთ დღევანდელ დღეს!