სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება
სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

შესყიდვის ობიექტი:
500 კვ ეგხ „იმერეთი“-ს N183 და N184 საყრდენებამდე მისასვლელ გზაზე, სამელიორაციო არხზე სამომსახურეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახიდე გადასასვლელის მოწყობისა და 500 კვ ეგხ „იმერეთი“-ს N328 საყრდენის B ფაზის დგარის განთავსების ადგილზე წყალგადამყვანი ჯებირის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

ქ.თბილისი                                                          2 ოქტომბერი 2026 წელი

1. სს გეს „საქრუსენერგო“ (შემდგომში — შემსყიდველი) ფლობს სახსრებს ზემოაღნიშნული სამუშაოების შესყიდვისათვის. აღნიშნული სახსრები გამოყენებული იქნება წინამდებარე ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურის შედეგად დადებული შესყიდვის ხელშეკრულების/ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.
შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტების შერჩევის მიზნით შეაფასოს მათ მიერ წარმოდგენილი წინადადებები და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღის ვადაში გააფორმოს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების ენაა ქართული.
წინამდებარე ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) — „500 კვ ეგხ „იმერეთი“-ს N183 და N184 საყრდენებამდე მისასვლელ გზაზე, სამელიორაციო არხზე სამომსახურეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახიდე გადასასვლელის მოწყობისა და 500 კვ ეგხ „იმერეთი“-ს N328 საყრდენის B ფაზის დგარის განთავსების ადგილზე წყალგადამყვანი ჯებირის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის“ — ფარგლებში შესყიდვის ობიექტი დაყოფილია ორ ლოტად:
ლოტი N1 — 500 კვ ეგხ „იმერეთი“-ს N183 და N184 საყრდენებამდე მისასვლელ გზაზე, სამელიორაციო არხზე სამომსახურეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები.
ლოტი N2 — 500 კვ ეგხ „იმერეთი“-ს N328 საყრდენის B ფაზის დგარის განთავსების ადგილზე წყალგადამყვანი ჯებირის მოწყობის სამუშაოები ფუნდამენტის წარეცხვისაგან დაცვის მიზნით.
პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს როგორც ერთ-ერთ ლოტში, ასევე ორივე ლოტში. ორივე ლოტში მონაწილეობის შემთხვევაში პრეტენდენტმა თითოეული ლოტისთვის ცალ-ცალკე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფასობრივი წინადადება. წინადადებების შეფასება და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა განხორციელდება თითოეული ლოტის მიხედვით დამოუკიდებლად, წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად და გთხოვთ წარმოადგინოთ განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და თანდართული ფორმების მიხედვით:
განცხადება მონაწილეობაზე – ფორმა N2;
ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ – ფორმა N3, იმ ლოტის/ლოტების შესაბამისად, რომელშიც პრეტენდენტი მონაწილეობს;
ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოების მოცულობებისა და ფასების შესახებ – ფორმა N4 და შესაბამისი ლოტის სამუშაოთა მოცულობების მიხედვით შევსებული ფასობრივი წინადადება/ხარჯთაღრიცხვა;
წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია.
ანგარიშსწორების პირობები
ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში, შემსყიდველის უფლებამოსილი ინსპექტირების განმახორციელებელი პირის/პირების მიერ დამოწმებული ფორმა N2-ის, შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
დასაშვებია წინასწარი გადახდა. მოთხოვნილი ავანსის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ლოტის სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ს.
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე. სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შესაბამისი ლოტის სახელშეკრულებო ღირებულების 3.5%-ის ოდენობით. სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება. გარანტიის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პირობებს და უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
ა) ცნობა, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე;
ბ) ცნობა, რომ პრეტენდენტის ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
გ) ცნობა, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;
დ) პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, როგორც კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის რანგში.
გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები;
ე) ინფორმაცია სამუშაოების შესრულებაში მონაწილე კვალიფიციური პერსონალის შესახებ;
ვ) ინფორმაცია შესაბამისი ლოტის სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო მანქანა-მექანიზმების, ტექნიკური საშუალებების და ხელსაწყო-იარაღების შესახებ;
ზ) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო მანქანა-მექანიზმების ფლობის ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია – საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულება ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი.
შეფასებას დაექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს და წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებს, ასევე შეესაბამება შესაბამისი ლოტის ტექნიკურ დავალებასა და შესყიდვისათვის გათვალისწინებულ ფინანსურ პარამეტრს.
წინადადების წარდგენის პირობები
განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე:
3. ქ.თბილისი, მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 12 ოქტომბერი, 16:00 საათი.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
წარმოდგენილი განაცხადები გაიხსნება 2026 წლის 12 ოქტომბერს და შეფასდება არაუგვიანეს 2026 წლის 13 ოქტომბრისა, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.

განაცხადი წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე, დალუქულ კონვერტში. კონვერტზე მკაფიოდ უნდა მიეთითოს პრეტენდენტის დასახელება და ლოტის ნომერი/ნომრები, რომელზეც წარმოდგენილია წინადადება.
4. ფასობრივი წინადადება წარმოდგენილი უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში – ლარში. სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება.
5.წინადადება ძალაში უნდა იყოს მისი წარდგენიდან არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
6.შემოსული წინადადება უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მიერ შემუშავებულ შესაბამისი ლოტის ტექნიკურ დავალებას, საპროექტო დოკუმენტაციას, სამუშაოთა მოცულობებსა და წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
7.წინადადება, რომელიც არ პასუხობს წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებს, შესაბამისი ლოტის ტექნიკურ მოთხოვნებს ან შესყიდვისათვის განსაზღვრულ ფინანსურ პარამეტრს, არ დაექვემდებარება შემდგომ შეფასებას.
8.თითოეული ლოტის მიხედვით გამარჯვებულად მიიჩნევა პრეტენდენტი, რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს და შესაბამის ლოტზე წარმოადგენს უმცირეს ფასს.
9.სს გეს „საქრუსენერგო“-ს უფლება აქვს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის განხორციელება, როდესაც ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო.
10. სს გეს „საქრუსენერგო“-ს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
შესყიდვების სამსახური – მობ: 577 53 33 26
ტექნიკური სამსახური – მობ: 599 27 20 40

იხილეთ დანართი:

სხვა შესყიდვები

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად შესყიდვის ობიექტი: 500 კვ ეგხ ,,ქართლი-2“-ის N194 და N213 საყრდენების ფუნდამენტების გაბიონით გამაგრების სამუშაოები.