ინფორმაცია 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N54 და N59 ანძების ფუნდამენტებისა და N53 ანძასთან მისასვლელ გზაზე დაზიანებული მონაკვეთის გაბიონით გამაგრების სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით

როგორც გასულ წელს ავღნიშნავდით მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის მიმდებარე  ტერიტორიაზე  500 კვ ეგხ „კავკასიონის“ №54 და N59 ანძის დგარების  განთავსების ტერიტორიაზე გამოვლინდა ეროზიული მოვლენები, რომლებმაც გარკვეული საფრთხე შეუქმნეს აღნიშნული ანძებისა და მთლიანად გადამცემი ხაზის მდგრადობას, არ იყო გამორიცხული საყდენის წაქცევა, ეგხ-ს ავარიული გამორთვა და დიდი ხნით ექსპლუატაციიდან გამოსვლაც.

საყრდენების განთავ­სების ტერიტორიაზე განვითარებული პროცესების შესწავლისა და აღნიშნული ანძების დგარების დამცავი ღონისძიებების შემუშავების მიზნით შესრულდა აღნიშნული და მიმდებარე ტერიტორიის  საინ­ჟინრო-გეოლო­გიური კვლე­ვა და სს გეს „საქრუსენერგოს“ პროექტირებისა და მშენებლობის ჯგუფის მიერ შემუშავდა შესაბამისი პროექტები, რომლებმაც გაიარა ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. გაბიონების საშუალებით გამაგრება აუცილებელი გახდა ასევე ეგხ „კავკასიონის“ N53 ანძასთან მისასვლელ გზაზე, რომელიც უხვი ნალექების გამო ჩამოირეცხა და საფრთხეს უქმნიდა ტრანსპორტის გადაადგილებას.

გაბიონების მოწყობის სამუშაოები ეგხ „კავკასიონის“ N54 ანძის „B” ფაზის დგართან და N53 ანძასთან მისასვლელ გზაზე შესრულდა სს გეს „საქრუსენერგოს“ ძალებით, ხოლო N54 ანძის „A“ ფაზის დგართან – კონტრაქტორი კომპანიის შპს „ელექტროქსელმშენის“ მიერ.

სულ მოეწყო 690 მგაბიონი, მათ შორის N53 ანძასთან მისასვლელ გზაზე 140 მ3, N54 და N59 ანძის დგარებთან შესაბამისად 190 და 360 მგაბიონი.

შესრულებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდა გადამცემი ხაზის მდგრადობა და მოახლოებული ზამთრის პირობებში საქართველოს ენერგოსისტემის იმედიანობა.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

2024 წლის 27 დეკემბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით

ლოგო-1-1200x857-2

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.