ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი”

5 ივნისს 12:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი”. ავარიის საწინააღმდეგო დაცვის ხელსაწყოების ჩვენებებით დაზიანების ადგილი სავარაუდოდ ენგურჰესიდან დაშორებული იყო 120 კმ-ით, ხოლო ქ/ს “ზესტაფონი-500”-დან 15 კმ-ით.
სს გეს “საქრუსენერგოს” ზესტაფონისა და წალენჯიხის სს უბნების  ბრიგადები  სრული შემადგენლობით  მობილიზებულნი და გასული იყვნენ ობიექტზე დაზიანების ადგილის და მიზეზის აღმოსაჩენად.
14:20 სთ-ზე 500 კვ ეგხ “იმერეთზე” აღმოჩენილი იქნა დაზიანების ადგილი. ეგხ-ს ავარიული გამორთვის მიზეზი აღმოჩნდა “B” ფაზაში ერთი სადენის სარემონტო ქუროს დაზიანება. მთელი  დღის განმავლობაში ზემოაღნიშნული სსუ-ების თანამშრომლები  აწარმოებდნენ  ინტენსიურ  აღდგენით სამუშაოებს.
ამდროისათვის დაზიანებული მონაკვეთი მთლიანად აღდგენილია და 500 კვ ეგხ “იმერეთი” სრულყოფილად, შეფერხების გარეშე სრული დატვირთვით მუშაობს.
 სს გეს „საქრუსენერგოს” ხელმძღვანელობა მადლობას უხდის კომპანიის მთელს ტექნიკურ პერსონალს გაწეული სამუშაოსათვის.

სხვა სიახლეები

ლოგო 1

2026 წლის 06 აგვისტოს ჩატარებულ სს გეს ,,საქრუსენერგოს”აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ

ლოგო 1

ინფორმაცია სს გეს საქრუსენერგოშო თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების შესახებ

ლოგო 1

სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ