ეკონომიკის სამინისტროს თასი 2018

მიმდინარე წლის 23 მაისს თბილისში სტარტი აიღო ტურნირმა მინი ფეხბურთში „ეკონომიკის სამინისტროს თასი 2018“. ტურნირში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კომპანიის  10 გუნდი.

18 ივნისს გაიმართა ტურნირის ფინალი, სადაც ერთმანეთს სს გეს „საქრუსენერგო“ და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა დაუპირისპირდა. დაძაბული შეხვედრის ძირითადი დრო გუნდებმა ფრედ 3:3 დაასრულეს. ტურნირის გამარჯვებულის გამოვლენა შესაძლებელი გახდა პენალტების სერიის დანიშვნით, სადაც სს გეს „საქრუსენერგომ“ გამარჯვების მოპოვება შეძლო და შეხვედრა 3:1 დასრულდა.

„საქრუსენერგოს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თასი 2018 გადაეცა.

სხვა სიახლეები

ლოგო 1

2026 წლის 06 აგვისტოს ჩატარებულ სს გეს ,,საქრუსენერგოს”აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ

ლოგო 1

ინფორმაცია სს გეს საქრუსენერგოშო თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების შესახებ

ლოგო 1

სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ