ენერგოკომპანიებს შორის ტურნირი ბოულინგში

2017 წლის 7 დეკემბერს  ბოულინგ კლუბ „ლებოვსკში“  ენერგოკომპანიებს შორის  გუნდური შეჯიბრი გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობდა  7 კომპანიის 12 გუნდი. სს გეს „საქრუსენერგო“ წარმოდგენილი იყო 3 გუნდით. კომპანიის თანამშრომლებმა წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილიც დაიკავეს. სს გეს „საქრუსენერგოს“ ერთ-ერთი გუნდი მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. გამარჯვებულ გუნდებს და ტურნირის მონაწილეებს სპეციალური პრიზები და სიგელები გადაეცათ.

სს გეს „საქრუსენერგო“ ყოველთვის აქტიურიად მონაწილეობს ნებისმიერ სპორტულ ღონისძიებაში, რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და წახალისებას, ასევე ენერგოკომპანიებს შორის თანამშრომლობას და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას. კომპანიის თანაშრომლები მზად არიან მომავალშიც აქტიური მონაწილეობა მიიღონ სპორტულ აქტივობებში.

სხვა სიახლეები

ლოგო 1

სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ

ლოგო 1

სს გეს „საქრუსენერგო“-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ

ლოგო 1

სს გეს „საქრუსენერგო“-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ