“საქრუსენერგოს” ხელმძღვანელობამ 500 კვ ეგხ “იმერეთზე” მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

2015 წლის 6 აპრილს სს გეს “საქრუსენერგოს” ხელმძღვანელობამ დაათვალიერა 500 კვ ეგხ “იმერეთზე” მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. 500 კვ ეგხ “იმერეთი” შეკეთებაშია 2015 წლის 23 მარტიდან და იგი დასრულდება 7 აპრილს.

   ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ძირითადად შესრულდა გეგმით გათვალისწინებელი სამუშაოები, კერძოდ დაზიანებული იზოლატორების, განმბრჯენებისა და საკიდი არმატურის შეცვლა, მარყუჟებისა და სადენის შეკეთება, ბულდოზერის მეშვეობით ანძებთან მისასვლელი გზების აღდგენა და სხვა სარემონტო სამუშაოები, რომელთა შესრულებაც საჭირო იყო გადამცემი ხაზის უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციისათვის.
   აღნიშნულ პერიოდში ანალოგიური ხასიათის სამუშაოები შესრულდა 500 კვ ეგხ “კავკასიონზეც”.
   სამუშაოთა წარმოებაზე მობილიზებული იქნა სს გეს “საქრუსენერგოს”  ოთხივე საექსპლუატაციო-სარემონტო უბანი, ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის სამსახური და სპეცტექნიკა. ეგხ-ების გარკვეულ მონაკვეთებზე სამუშაოები შესრულდა დაქირავებული პერსონალით.

სხვა სიახლეები

ლოგო 1

2026 წლის 06 აგვისტოს ჩატარებულ სს გეს ,,საქრუსენერგოს”აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ

ლოგო 1

ინფორმაცია სს გეს საქრუსენერგოშო თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების შესახებ

ლოგო 1

სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ