ამა წლის 23 ნოემბერს ქ. მოსკოვში ჩატარდა ბოტვინიკის სახელობის მერვე ღია საჭადრაკო ტურნირი ენერგეტიკოსებს შორის, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ПАО«ФСК ЕЭС России» და АО «НТЦ ФСК ЕЭС». ტურნირში მონაწილეობა მიიღო ჩვენი კომპანიის შიდა ტურნირში გამარჯვებულმა, თბილისის სს უბნის ოსტატმა მანგული ხუბუამ. ტურნირი მიმდინარეობდა ფიდეს რეგლამენტით გათვალისწინებული წესების მიხედვით სწრაფ ჭადრაკში. ინდივიდუალურ მოთამაშეებს შორის ასპარეზობა წარიმართა შვეიცარული სისტემით 7 ტურად. კომპიუტერული კენჭისყრა მოხდა Swiss master პროგრამის გამოყენებით. თითოეულ მონაწილეს 15 წუთი პარტიის ბოლომდე.
აღსანიშნავია, რომ სს „საქრუსენერგოს“ წარმომადგენელმა პირველად მიიღო მონაწილეობა ტურნირში. იქვე ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებსა და ორგანიზატორებს შორის შედგა შეთანხმება სამომავლოდ ტურნირში სს „საქრუსენერგოს“ გუნდური წარმომადგენლობით ასპარეზების შესახებ.