სსს „ეეს ფედერალური ქსელური კომპანიის“ დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

2018 წლის 6-8 ივნისს საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა საჯარო სააქციო საზოგადოება „ეეს ფედერალური ქსელური კომპანიის“ დელეგაცია, რომელსაც მმართველობის თავმჯდომარე ანდრეი მუროვი ხელმძღვანელობდა. ისინი ეწვივნენ სს გეს „საქრუსენერგოს”, დაათვალიერეს კომპანიის სათაო ოფისი, დამხმარე შენობა-ნაგებობები და ტექნიკა.

შეხვედრა გაიმართა კომპანია სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალურ დირექტორთან, მის მოადგილეებთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბაჩანა სულაძემ სტუმრებს კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.  შეხვედრაზე განიხილეს სს გეს „საქრუსენერგოს“ ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

ვიზიტის ფარგლებში საჯარო სააქციო საზოგადოება „ეეს ფედერალური ქსელური კომპანიის“ მმართველობის თავმჯდომარე ანდრეი მუროვმა  შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი ბაჩანა სულაძე.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა სტუმრებს ქვეყნის ენერგეტიკის ბაზრის რეფორმირებისა და ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბების შესახებ ესაუბრა. დასასრულს, მხარეები სს გეს „საქრუსენერგოს“ შემდგომი განვითარების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ.

სხვა სიახლეები

ლოგო 1

2026 წლის 06 აგვისტოს ჩატარებულ სს გეს ,,საქრუსენერგოს”აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ

ლოგო 1

ინფორმაცია სს გეს საქრუსენერგოშო თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების შესახებ

ლოგო 1

სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ